ფეხბურთი

12:46 | 11.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

დე როსი კარიერას „ლოს ანჯელესში“ გააგრძელებს

იტალიური „რომას“ ყოფილი ნახევარმცველი, დანიელე დე როსი, თავის მომავალში გაერკვა და კარიერას ჩრდილოამერიკულ „ლოს ანჯელესში“ გააგრძელებს - გვამცნობს ESPN.

ამერიკული კლუბისა და 35 წლის ფეხბურთლის კონტრაქტის წვრილმანები ჯერჯერობით არ ხმაურდება.

მანამდე ამბობდნენ, რომ თითქოს დე როსის კარიერა სავარაუდოდ „ინტერში,“ „ზენიტში“ ან „ინტერ მაიამიში,“ რომლის მფლობელი დევიდ ბექემია, უდა გაეგრძელებინა.

დე როსიმ 2002 წლიდან მოყოლებული, მთელი კარიერა „რომაში“ გაატარა. 17 წლის განმავლობაში მან კლუბთან ერთად ორჯერ იტალიის თასი მოიგო, ერთხელაც ქვეყნის სუპერთასი.

2006 წელს ის იტალიის ნაკრებთან ერთად, მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

0.119722