პორტუგალიელი სპეციალისტი, პაულუ ფონსეკა, ოფიციალურად დაინიშნა „რომას“ მთავარ მწვრთნელად - გვამცნობს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი. კონტრაქტი ორწლიანია, შემდგომი გახანგრძლივების პერსპექტივით.
წინა სამი სეზონი, წარმოშობით მოზამბიკელმა ფონსეკამ, დონეცკის „შახტარში“ გაატარა და ჩვენს დავით ხიჭოლავასაც წვრთნიდა. ამ პერიოდში მან სამჯერ მოაგებინა გუნდს უკრაინის ჩემპიონატი და ამდენივეჯერ ქვეყნის თასი. ერთხელაც უკრაინის სუპეთასი.
მანამდე 46 წლის სპეციალისტი „პორტუს,“ „პასუშ დე ფერეირას“ და „ბრაგას“ წვრთნიდა.