ფეხბურთი

9:05 | 11.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკიმ პოლონეთის ნაკრებში ნათამაშები მატჩების რეკორდი გაიმეორა

ევრო 2020-ის შესარჩევ მატჩში ისრაელის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ (4:0), მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, პოლონეთის ნაკრებში ნათამაშები მატჩების რეკორდი გაიმეორა.

ეს ლევანდოვსკისთვის პოლონეთის ეროვნული გუნდის მაისურით ჩატარებული 106-ე შეხვედრა გამოდგა და ამ მაჩვენებლით ის იაკუბ ბლაშჩიკოვსკის გაუთანაბრდა.

30 წლის ლევანდოვსკი პოლონეთის ნაკრებში 2008 წლიდან თამაშობს და 57 გოლით მის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.103937