ჭადრაკი

23:05 | 10.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ელვისებურ ჭადრაკში ვოლკოვმა იმარჯვა

ნიკა ვოლკოვის გამარჯვებით დასრულდა "ჭადრაკის დედოფლის აკადემიაში" გამართული ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში.

გამარჯვებულმა 11-დან 8,5 ქულა დააგროვა და ნახევარი ქულით გაასწრო უახლოეს კონკურენტებს.
II-III ადგილები გაინაწილეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ: 2. რამაზ ენდელაძე; 3. ნინო ხომერიკი (ქალთა შორის საუკეთესო შედეგი).
ქალთა შორის მეორე შედეგი სოფიო გვეტაძემ აჩვენა 7,5 ქულით, ხოლო მესამე ადგილზე 5.0 ქულით და უკეთესი რეიტინგით ქეთევან ხომერიკი გავიდა.
1800-მდე კატეგორიის მქონე რეიტინგის მოჭადრაკეთა შორის პირველი იყო გიორგი ჩხაიძე, ხოლო 12 წლამდე ჭაბუკებში საუკეთესო შედეგი გიორგი გოგალაშვილმა დააფიქსირა.

www.gcf.org.ge

0.118693