სხვა

21:07 | 10.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

მოგება და სანახაობა სპორტის სასახლეში  

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა IHF ერთა თასზე 37-17 დაამაცხა ირლანდია და 3 თამაშიდან 6 ქულა აქვს. ნახევარფინალისტების ვინაობა თბილისის სპორტის სასახლეში 12 და 13 ივნისს, ჯგუფური ეტაპის ბოლო ორი ტურის შემდეგ გაირკვევა.

10 ივნისი, თბილისის სპორტის სასახლე

საქართველო - ირლანდია 37-17

საქ: თევზაძე 11/18, ცინცაძე 8/18 (1 გოლი) - ცხოვრებაძე 10/7, გოგოლაძე 6/5, მიქავა 4/4, არსენაშვილი 4/4, ორჯონიკიძე 4/3 (4 ჩაჭრა), კბილაშვილი 5/3, დიხამინჯია 5/3, რუსტამოვი 3/2, კალანდაძე 5/2 (7 პასი), ჩიქოვანი 6/1, ჭანტურია 2/1, იმნაძე 2/1 - მწვ. მაქსიმოვიჩი, ორჯონიკიძე

ირლ: ბონაგვიდი 8/34, შ. ორეილი 1/9 - თილი 4, ვანდუივენვორდე 4, თომპსონი 4, კულეში 1, ქ. ორეილი 1, ჯ. კრონ-გრეისი 1, თ. კრონ-გრეისი 1, გეგანი 1, დარსი, ბაუერი

მსაჯები: იოვანდიჩი, სეკულიჩი (სერბეთი)

სამდივნო: ნაჩევსკი (მკდ) - რაიზინგერი (ავს), აბიდი (ტუნ) – შახულოვი, წივწივაძე (საქ)

ნაკრების მწვრთნელმა ნიკოლა მაქსიმოვიჩმა თამაში ამჯერად ძირითადი შვიდეულით დაიწყო. ანგარიში ირლანდიამ გახსნა და მეათე წუთზე ფრე იყო 4-4. შოთა თევზაძემ, რომელიც მატჩის ბოლოს 11 სეივით საუკეთესოდ დასახელდა, რეგულარულად დაიწყო მეტოქის დარტყმების მოგერიება და საქართველოს ნაკრებმა ნელ-ნელა დაიწყო წინ გასვლა. ამას მოჰყვა რეზო ჭანტურიას ტრავმა, მოთამაშეებს შორის გაწევ-გამოწევა, მსაჯთან რეგულარული კამათი და საკმაოდ ბევრი გაძევება - მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრებმა თამაშის ნახევარი უპირობოდ, 18-7 მოიგო, პირველი ტაიმის საერთო ფონი მაინც დაძაბული იყო.

მეორე ტაიმში საქმე ბოლომდე მიიყვანა მეორე შვიდეულმა - ჭანტურია მშვენივრად შეცვალა ირაკლი გოგოლაძემ, პივოტის პოზიციიდან არსენაშვილი 4 გოლს 4 დაუმატა მიქავამ, შოთა თევზაძის საქმე წარმატებით გააგრძელა ზურაბ ცინცაძემ და გოლიც კი გაიტანა. გოლი გაიტანა საქართველოს ნაკრების ყველა მოთამაშემ, ნიკოლოზ კალანდაძეს კი 7 საგოლე პასი დაუგროვდა.

საბოლოოდ, 37-17. ამხელა სხვაობის მიუხედავად, მეორე ტაიმიც საკმაოდ ხმაურიანი იყო, მაგრამ ეს უკვე სპორტის სასახლეში შექმნილმა მშვენიერმა სპორტულმა ატმოსფერომ გამოიწვია - ქართული სპორტის ქომაგებმა, ხელბურთის ფანკლუბმა, საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივმა ნაკრებებმა, ირლანდიელ ქომაგთა ხმაურიანმა ჯგუფმა და მატჩის წამყვანებმა - ვირტუოზმა ესპანელმა ანონსერმა და დიჯეიმ, ლუის ტორესმა და მისმა ხელბურთელმა მეწყვილემ, ირაკლი ხიდეშელმა, ორივე გუნდმა, ერთობლივი ძალისხმევით მშვენიერი სანახაობა შექმნეს.

საქართველოს ნაკრებმა სამი თამაში მოიგო, მაგრამ ნახევარფინალი ჯერ არ გაუნაღდებია და წინაც უფრო ძლიერი მეტოქეები ჰყავს - აშშ და ბულგარეთი. ჩვენი მომდევნო მეტოქე, აშშ ნაკრები ხელწამოსაკრავი გუნდი ნამდვილად არაა, მით უფრო, რომ მესამე ტურში ამერიკელებმა 3 მოთამაშე დაიმატეს. პირველი ორი შეხვედრა მათ 11 კაცით ითამაშეს, დღეს კი შემადგენლობაში ჰყავდათ თბილისში მოგვიანებით ჩამოფრენილი, გერმანიის მეორე ბუნდესლიგის სამი მოთამაშე: ძმები უეტერები (ბაიერ დორმაგენი) და პოლ სკუპურა (რაინ ვიკინგსი).

A ჯგუფში მთავარი ფავორიტი კუბაა, რომელმეც დღეს მესამე მატჩი მოიგო, ამჯერად კოლუმბიასთან, 31-24. კუბელებს დარჩენილი ორი შეხვედრა აზერბაიჯანთან და ინდოეთთან აქვთ. 4-4 ქულით არიან ბრიტანეთი და ჩინეთი და მომდევნო ტურში, 12 ივნისს ერთმანეთს ხვდებიან. შესაძლოა, ეს გადამწყვეტი მატჩი იყოს ნახევარფინალში გასავლელად. ჩინეთმა დღეს ინდოეთი დაამარცხა, 40-29, ხოლო ბრიტანეთმა მძიმე ბრძოლაში მოუგო აზერბაიჯანს, 36-35.

ხვალ ჩემპიონატზე დასვენების დღეა. ჯგუფური ეტაპი 13 ივნისს დასრულდება. 15 და 16 ივნისს პლეიოფია. ჩემპიონობის გარდა, შეჯიბრებაში მონაწილე 6 ევროპულ გუნდს ცალკე ანგარიში აქვს: მათ შორის საუკეთესო შედეგის მქონე გავა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში.

ხელბურთი. IHF ერთა მსოფლიო ჩემპიონატი

8-16 ივნისი, 2019 - თბილისის სპორტის სასახლე

10 ივნისი

აზერბაიჯანი - ბრიტანეთი 35-36

კოლუმბია - კუბა 24-31

ინდოეთი - ჩინეთი 29-40

აშშ - მალტა 44-10

საქართველო - ირლანდია 37-17

ნიგერია - ბულგარეთი 19-27

B ჯგუფი--------თ---მ---ფ---წ-----ბ-----ქ

საქართველო----3---3---0---0--103-44---6

ბულგარეთი-----3---3---0---0--103-67---6

აშშ----------------3---2---0---1--116-80---4

ნიგერია----------3---0---1---3---64-85---1

ირლანდია-------3---0---1---2---80-105--1

მალტა------------3---0---0---3---36-121--0

8 ივნ. მალ-ბულ 13-38, ნიგ-საქ 14-27, აშშ-ირლ 37-32

9 ივნ. ბულ-აშშ 38-35, მალ-საქ 13-39, ირლ-ნიგ 31-31

A ჯგუფი--------თ---მ---ფ---წ-----ბ-----ქ

კუბა--------------3---3---0---0---96-75---6

ჩინეთი-----------3---2---0---1---92-84---4

ბრიტანეთი------3---2---0---1--101-98---4

აზერბაიჯანი----3---1---0---2--110-100--2

კოლუმბია-------3---1---0---2---84-89---2

ინდოეთი--------3---0---0---3---86-123--0

8 ივნ. კოლ-ჩინ 25-28, ინდ-აზე 29-45, კუბ-ბრი 35-27

9 ივნ: კოლ-აზე 35-30, ჩინ-კუბ 24-30, ბრი-ინდ 38-28

12 ივნისი

10:00 აზერბაიჯანი - კუბა

12:00 ბრიტანეთი - ჩინეთი

14:00 კოლუმბია - ინდოეთი

16:00 ირლანდია - ბულგარეთი

18:00 საქართველო - აშშ

20:00 მალტა - ნიგერია

13 ივნისი

10:00 ჩინეთი - აზერბაიჯანი

12:00 ბრიტანეთი - კოლუმბია

14:00 კუბა - ინდოეთი

16:00 ირლანდია - მალტა

18:00 ბულგარეთი - საქართველო

20:00 აშშ - ნიგერია

15 ივნისი, ნახევარფინალი

10:00 9-12: A5–B6

12:00 9-12: B5–A6

14:00 5-8 A3 – B4

16:00 5-8 B3 – A4

18:00 1-4 A1 – B2

20:00 1-4 B1 – A2

16 ივნისი, ფინალი

10:00 11-12

12:00 9-10

14:00 7-8

16:00 5-6

18:00 3-4

20:00 1-2

ყველა თამაშის რეპორტაჟი და ჩანაწერი:

https://www.youtube.com/channel/UCc7vs-kXPE7R5SezSGa9cUA

ოფიციალური ვებ-გვერდი: https://emerging2019.geohandball.ge/ka/

https://competition.ihf.info/

0.128163