ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ ევროპის 2016 წლის შესარჩევი ციკლის ორი უახლოესი მატჩისთვის 23 ფეხბურთელს უხმო.
გამოცდილი სპეციალისტი განაგრძობს ნაკრებში ახალი სახეების მიწვევას და ამჯერად, “ფურია როხას” შემადგენლობაში ორი ახალი სახეა - ხუან ბერნატი და როდრიგო მორენო.
ესპანელთა შემადგენლობა ასე გამოიყურება:
მეკარეები: იკერ კასილასი (“რეალი”), დავიდ დე ხეა (“მანჩესტერ იუნაიტედი”), კიკო კასილია (“ესპანიოლი”);
მცველები: დანიელ კარვახალი, სერხიო რამოსი (ორივე “რეალი”), ხუანფრანი (“ატლეტიკო”), ხორდი ალბა, ხერარდ პიკე (ორივე “ბარსელონა”), სეზარ აზპილიკუეტა (“ჩელსი”), რაულ ალბიოლი (“ნაპოლი”);
ნახევარმცველები: ანდერ იტურასპე (“ბილბაო”), სერხიო ბუსკეტსი, ანდრეს ინიესტა, პედრო (სამივე “ბარსელონა”), დავიდ სილვა (“მანჩესტერ სიტი”), სესკ ფაბრეგასი (“ჩელსი”), სანტი კასორლა (“არსენალი”), კოკე, რაულ გარსია (ორივე “ატლეტიკო”), ხუან ბერნატი (“ბაიერნი”);
თავდამსხმელები: დიეგო კოშტა (“ჩელსი”), როდრიგო, ალკასერი (ორივე “ვალენსია”).
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრები ორ საგარეო შეხვედრას ჩაატარებს. 9 ოქტომბერს “ფურია როხა” სლოვაკეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო 12-ში ლუქსემბურგს შეხვდება.