თამაშგარე

10:58 | 10.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

კრისტინა კრიშტიანუს ყვარობს

პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუს მოტრფიალე დიაცთა რაოდენობა და და არსი რომ განვიხილოთ, მელანი არ გვეყოფა და ენა დაშვრების. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ “იუვეს“ შემტევს გულშევარდნილნი არასოდეს აკლდა, ბოლო პერიოდში მაინც განსაკუთრებულად ბევრმა ლამაზმანმა გამოუცხადა სიყვარული.

ერთ-ერთი უკანასკნელი ცნობილი ლამაზმანი, რომელიც გამოტყდა, რომ თანახმაა რონალდუსთან ყველაფერი ჩაიდინოს “რაც საჭიროა“, სერბი მოდელი, კრისტინა პერიჩია, რომელმაც თავის ვნებიან ზრახვებთან ერთად ისიც გაამხილა, რომ სულ არ ანაღვლებს ჯორჯინა როდრიგესის - კრიშტიანუს თითქმის ცოლის არსებობა.

რთული სათქმელია ოდესმე შედგება თუ არა კრიშიანუსა და კრისტინას პოეზიასავით სახელთა გადაკვეთა და აიხდენს თუ არა ოცნებას სერბი ლამაზმანი. მანამდე კი ამ გოგონაზე მხოლოდ იმის თქმა ძალგვიძს, რომ საკმაოდ პერსპექტიულ მოდელად ითვლება, ერთი-ორჯერ ბელვარული ჟურნალების ყდებიც დაამშვენა და მავანნი კიდევ უფრო დიდ წინსვლას უწინასწარმეტყველებენ.

0.177587