ფეხბურთი

23:16 | 9.06.2019 | ნანახია 1569 - ჯერ

მბაპეს „რეალში“ გადასვლა სურს - ტრანსფერი 230 მილიონი დაჯდება

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელს, კილიან მბაპეს, პარიზული კლუბის დატოვება და მადრიდის „რეალში“ გადაბარგება განუზრახავს - გვამცნობს Abc.es. წყაროს ინფორმაციით, ფეხბურთელის მამა უკვე მუშაობს „რეალის“ ხელმძღვანელობასთან სავარაუდო ტრანსფერთან დაკავშირებით.

ყმაწვილ ფრანგს თურმე პსჟ-ში თავისი მდგომარეობა არ მოსწონს. ჯერ ერთი, თანაბარ დონეზეა კლუბის მეორე ვარსკვლავ ნეიმართან და ისეთივე პრივილეგიები უნდა ჰქონდეს, როგორიც ბრაზილიელს.

მეორეც, მბაპეს ჯამაგირად წელიწადში იგივე 36 მილიონი ევრო სურს, რაც ყველაზე მაღალანაზღაურებად ნეიმარს აქვს. ხოლო „რეალში“ ტრანსფერის თანხა დაახლოებით 230 მილიონი ევრო იქნება.

ახლადდამთავრებულ სეზონში მბაპემ პსჟ-ის მაისურით 43 მატჩი ითამაშა, 39 ბურთი გაიტანა და 17 საგოლე პასით გამოიჩა. პარიზულ კლუბთან მის კონტრაქტს ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:41 | 10.06.2019
RHP (3623)

19-20 წლის ღლაპებისთვის ამხელა მაყუთების გადახდა და გუნდების ყველაზე მაღალ ანაზღაურებად იგროკებად ქცევა იმ გუნდების სხვა ფეხბურტელების შეურაცყოფაა
რაიოლამ დელიხტს ლივერპულში გადასვლა ურჩიაო და ტიპმა 250 ათასი გირვანქა მოითხოვა კვირაში - უნამოსობაა იმაზე მეტი ქონდეს 19 წლის ღლაპს ვიდრე ვან დეიკს მსოფლიოს საუკეთესო მცველს ან თუნდაც პრემიერლიგის ბოლო 2 სეზონის ბომბარდირს

19:42 | 10.06.2019
RHP (3623)

აჰა აგერ კიდე
Paris Saint-Germain believe they can win the race for Matthijs de Ligt by offering the Ajax defender more than £350,000-a-week. (Source: Independent)

15:49 | 10.06.2019
fidofido (3392)

მერე აქ გამოვლენ და იტყვიან რა ჩაწყობა რის ჩაწყობა ლიგაზე თამაშს ვინ გაყიდოს ჩესნად მოუგოვო. ერთი ფაქტია ბოლო წლებია ლიგას ის იგებს ვის თასის აღებაზეც ნაკლები თანხა შედის ტოტალიზატორში. წლებია ფეხბურთს მსოფლიო მაფია განაგებს. ავიღოთ რეალი, ბარსა, სიტი, პსჟ თუნდაც რამდენს ხარჟავენ წელიწადში ხელფასის სახით . ამას დამატებული ტრანსფერები ამხეა თანხებს ამოღება ხომ უნდა ამიტომ. რეალი ლევანტესთან წააგებს, პსჟ განახევრებულ მანიუსთან გამოიგონებს წაგებას, იქით ბარსა 3 ბურთიან ფორებს გაანიავებს. სიტი წააგებს ნიუკასლთან დ ამერე ზედიზედ 14 თამაშს მოიგებს და რამდნეი კიდე ასეთები, 2014 წლის ატლეტიკოს ჩემპიონობა, 2017 ში ლესტერის ჩემპიონობა ხმ საერთოდ ფეხბურთში კომედიური მოვლენა იყო საერთოდ

19:38 | 10.06.2019
RHP (3623)

"ერთი ფაქტია ბოლო წლებია ლიგას ის იგებს ვის თასის აღებაზეც ნაკლები თანხა შედის ტოტალიზატორში"
ბოლო 6 სეზონში 4-ჯერ ლიგა მოიგო რეალმა - მსოფლიოს საუკეთესო გუნდმა რომელიც სეზონის წინ ყოველთვის ითვლება ლიგის ფავორიტად და ყოველთვის ყველაზე მეტი თანხა მასზე შედის ტოტალიზატორში და საინტერესოა შენ ეგ "ფაქტები" საიდან მოგაქ?

21:08 | 10.06.2019
fidofido (3392)

რეალი? და ვისზე უფრო მეტი თანხა დაიდებოდა თუნდაც 2017-18 სეზონში ყველაზე მეტი თანხა რეალზე იქნებოდა დადებული? ვინმეს ეგონა რომ ზედიზედ 3 ჯერ მოიგებდა. გაიხსენე როგორ მოაგეინეს რეალს ჯერ იუვესთან მერე ბაიერნთან ვერ დანახული ხელით თამაშები

13:40 | 10.06.2019
Babajuju (2597)

ესენი უკვე ისეთ ხელფასებს ითხოვენ, რომ დაღუპავენ მალე ამ ფეხბურთს ბოლომდე. ვინც ამხელა თანხას გადაიხდის იმის ...

საზიზღრობა გახდა უკვე ეს ფეხბურთი

00:12 | 10.06.2019
RMA FANS (3925)

20 წლის ღლაპი რამხელა ხელფას ითხოვს რაიყო

23:19 | 09.06.2019
fidofido (3392)

ალბათ 10 წელში საშუალო დონის მოთამაშის ხელფასი 30 მილიონი იქნება

23:16 | 09.06.2019
naiki (5503)

უფ კაია - მბაპე ურჩევიათ ნეიმარს

23:14 | 09.06.2019
maestro10 (13745)

20 wlis rom xar da amxela xelfas itxov arasworia mesmis golebi gaaqvs da magaria magram fuli isedac sakmarisi aqvs da sxvis xelfasis tvlas sheeshvas jobia

0.118539