ჩოგბურთი

22:53 | 9.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძის მარცხი ნოტინგემში

ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე ინგლისის ქალაქ ნოტინგემში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 250 ათასი დოლარი) კვალიფიკაციაში ჩაერთო და ძირითად ბადეში გასასვლელად იბრძოდა, თუმცა, მიზანს ვერ მიაღწია. დღეს, გორგოძე ფრანგ ხლოე პაკეს გაეჯიბრა და 0:6, 6:7 (1:7) დამარცხდა.

ნოტინგემში წყვილთა თანრიგში სცდის ძალებს ოქსანა კალაშნიკოვა. ის რუს ევგენია როდინასთან გახლავთ შეამხანაგებული და საწყის რაუნდში შვეიცარიულ-ბელარუსულ დუეტს (ქსენია ნოლი-ვერა ლაპკო) გაეჯიბრება.

0.115357