ჭიდაობა

22:30 | 9.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდა თავისუფლების ევროპული მონაგარი – ოქრო და ბრინჯაოები

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის 2019 წლის ჩემპიონატზე 3 მედალი მოიპოვა. ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში გამართულ ევროპირველობაზე მირიან მაისურაძემ (86 კგ) ოთხი შეხვედრა ჩაატარა, ოთხივე მოიგო და ევროპის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. გოგა მამიაურმა (74 კგ) და ვასილ ხვისტანმა (125 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

მირიან მაისურაძემ ჩემპიონატი აზერბაიჯანელი ფუად მაილოვის ძლევით (14:6) გახსნა. შემდეგ მოლდოველ ივან ნედეალკოს აჯობა (2:1), ნახევარფინალში უკრაინელი დემიდ კარაჩენკო დაამარცხა (11:3), ხოლო საჩემპიონო ბრძოლაში – სომეხი მხერ მარკოსიანი (3:2).

გოგა მამიაურმა ოქრო-ვერცხლის შანსი ნახევარფინალში დაკარგა, მომავალ ჩემპიონთან, რუს დიმიტრი კუპრინთან წაგებით (2:9). ამ შეხვედრამდე მამიაურმა სომეხი ჰრაირ ალიხანიანი (12:9) და უკრაინელი იევჰენი დუბოვი (13:3) დაამარცხა. რეპეშაჟის ფინალში კი აზერბაიჯანელნასიბ ისაევს აჯობა (10:0).

ვასილ ხვისტანმა "ბრინჯაოს ფინალში” ბელარუსი მიკიტა ჰორჰუნი გააკრა ბეჭებით ხალიჩას. ამ შეხვედრამდე ქართველმა მძიმეწონოსანმა ევროპის ჩემპიონატზე ერთადერთი ბრძოლა გამართა – მეოთხედფინალში უკრაინელ იური იძინსკისთან წააგო (0:10).

0.113812