ფეხბურთი

22:05 | 9.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: "დანია ძალიან კარგი გუნდია და ამიტომ ტაქტიკურად გამართულად უნდა ვითამაშოთ"

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ დანიასთან მატჩამდე ისაუბრა. გამოცდილი ფეხბურთელის განცხადებით, გუნდს ბევრი ფეხბურთელი აკლია, მაგრამ მზად უნდა შეხვდნენ მოცემულ სიტუაციას და ტაქტიკურად გამართულად ითამაშონ.

„რა თქმა უნდა, საწუხაროა, რომ „სან ხოსეს“ ბოლო მატჩებში თამაში არ მიწევს, მაგრამ ვეცდები მალე დავუბრუნო ძირითად შემადგენლობაში ადგილი. რაც შეეხება ამერიკიდან ფრენას, პრობლემა არ მაქვს, კარგად ვვარჯიშობ.

თამაშს რაც შეეხება, დანია ძალიან მაგარი გუნდია, დიდი ფეხბურთელები ჰყავს, ჯგუფშიც რთული მდგომარეობა აქვს და აუცილებლად სამი ქულისთვის გამოვლენ მოედანზე და ამიტომ, მზად უნდა ვიყოთ, ტაქტიკურად გამართულად ვითამაშოთ და მომენტი, რომელიც შეგვექნება, უნდა გამოვიყენოთ. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი წამყვანი ფეხბურთელი გვაკლია, რომლებზეც ბევრი რამ იქნებოდა დამოკიდებული, მაგრამ ვეცდებით დანაკლისი არ დაგვეტყოს.

სპორტში ფისქოლოგიური მდგომარეობა ძალიან ბევრს ნიშნავს. თანამედროვე ფეხბურთში დიდი და პატარა ფეხბურთელი არ არსებობს. როდესაც ეროვნულ ნაკრებში ხარ გამოძახებული, უკვე კაცი ხარ, პატარა ბავშვი არ ხარ და არავის ჭკუის დარიგება არ უნდა გჭირდებოდეს. ჩემის მხრიდან ვინმე დავარიგო, არმგონია სწორი იყოს. რა თქმა უნდა, ისინი უფრო განიცდიან, დაძაბულები არიან, მაგრამ ისეთი ბიჭები გვყავს ნაკრებში, მგონია, რომ თავს გაართმევენ. ახალგაზრდა ფეხბურთელებს უფრო ფიზიკურად მზადყოფნა მოეთხოვებათ, ვიდრე ფსიქოლოგიურად“, - თქვა კაშიამ.

შეგახსენებთ, საქართველოსა და დანიის ნაკრებთა მატჩი 10 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

გიორგი მელქაძე WORLDSPORT.GE-სთვის კოპენჰაგენიდან

0.127057