ფეხბურთი

16:41 | 9.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები კოპენჰაგენში ჩავიდა

საქართველოს ნაკრები დანიის დედქალაქ კოპენჰაგენში ჩავიდა, სადაც ხვალ ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის მატჩს ჩაატარებს. ვლადიმირ ვაისის გუნდი სასტუმრო მერიოტში დაბინავდა და საღამოს ადგილობრივი დროით 20 საათზე ვარჯიშს გამართავს.

ვლადიმირ ვაისის განკარგულებაში 21 ფეხბურთელია. გუნდს ბოლო ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო ლევან მჭედლიძე გამოაკლდა. ხვიჩა კვარაცხელია კი გუნდთან ერთად იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და დანიის ნაკრებთა მატჩი 10 ივნისს გაიმართება.

სპეციალურად WORLDSPORT.GE-სთვის გიორგი მელქაძე კოპენჰაგენიდან

0.105925