ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა განაცხადა, რომ ერთა ლიგის A დივიზიონის ფინალში კრიშტიანუ რონალდუს შესაჩერებლად გეგმა არ აქვს. ჰოლანდიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ რონალდუს ბოლომდე გადაკეტვა შეუძლებელია.
"რონალდუს შესაჩერებლად განსაკუთრებული გეგმა არ გვაქვს. ჩვენ ვიცით, რომ იგი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და ფეხბურთის ხიბლიც იაშია, რომ ასეთ მოთამაშეებს ბოლომდე ვერ შეზღუდავ. ლიონელ მესის და რონალდუს მსგავსი ფეხბურთელების გადაკეთვა ბოლომდე რომ ხდებოდეს, ფეხბურთისადმი ინტერესი დაიკარგებოდა. როდესაც ბურთს გავაკონტროლებთ, დაცვამ კარგად უნდა წარმოაჩინოს თავი და ჩვენი მიზანი ერთი კონკრეტული ფეხბურთელის შეჩერება არ იქნება, ეს ჩვენი სტილი არაა." - ციტირებს Goal-ი კუმანის სიტყვებს.
პორტუგალიაში მიმდინარე ერთა ლიგის ფინალური ეტაპის გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიას და ჰოლანდიას შორის 9 ივნისს თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.