ფეხბურთი

17:07 | 9.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

"დინამოს" 14 წლამდელთა გუნდი ბულგარეთის ტურნირზე ითამაშებს

11-დან 14 ივნისის ჩათვლით ბულგარეთის ქალაქ რაზგრადში 14 წლამდე ფეხბურთელთა შორის საერთაშორისო ტურნირი VIVACOM CUP გაიმართება. თბილისის "დინამოს" აკადემიის 14 წლამდელთა გუნდი ვასულ გეგუჩაძის ხელმძღვანელობით მიწვეულია ტურნირზე და ჩვენი ფეხბურთელები ბულგარეთისკენ გეზს 9 ივნისს აიღებენ.

ტურნირზე "დინამოსა" და მასპინძელი "ლუდოგორეცის" გარდა, "ჩერნომორეცი" (უკრაინა), "ვოივოდინა" (სერბეთი), "უნივერსიტატეა" (რუმინეთი) და "რაბოტნიჩკი" (მაკედონია) ითამაშებენ. გუნდები ორ ჯგუფად გადანაწილდებიან, პირველადგილოსნები კი ფინალში გაარკვევენ VIVACOM CUP მფლობელის ვინაობას.

რაზგრადში დინამოელები შემდეგი შემადგენლობით იასპარეზებენ: ნიკა ბაჩილავა, დათო იობაშვილი, საბა ბუცხრიკიძე, საბა ხარჩილავა, გიორგი სურმავა, ალექსანდრე ჩიხრაძე, გაბრიელ სიგუა, გიორგი ცეცხლაძე, ლუკა პარკაძე, ნიკა ნინიძე, გიორგი ფარცვანია, ნიკა ჩხიკვაძე, ანდრია ხორხელი, ნიკა ბულუხაძე, აკაკი გიუნაშვილი, ლუკა უკლება, ლუკა შეროზია, ბათუ მახარაძე და სოსო ჯიქია.

www.fcdinamo.ge

0.121419