ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრების და "კრისტალ პალასი" მარჯვენა ხაზის მცველმა ერონ უან-ბისაკამ შესაძლოა კარიერა "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელოს. როგორც Sky Sports-ი იუწყება, "წითელმა ეშმაკებმა" "არწივებს" ფეხბურთელის სანაცვლოდ სოლიდური თანხა შესთავაზეს.
მანჩესტერელებს უან-ბისაკა ანტონიო ვალენსიას სრულფასოვან შემცვლელად მოიაზრებენ. ერონი "კრისტალ პალასის" სარეზერვო გუნდიდან პირველში გასული წლის იანვარში დააწინაურეს. 2018/19 წლების სეზონში 21 წლის ფეხბურთელმა 39 მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა.