ფეხბურთი

15:47 | 9.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკოს" ალონსოს დამატება უნდა

მადრიდის "ატლეტიკოს" ლონდონის "ჩელსის" მცველი მარკოს ალონსოს დამატება უნდა. "როხიბლანკოსი" ესპანელს ლუკას ერნანდესის შემცვლელად მოიაზრებს. აღნიშნული ინფორმაცია Sun on Sunday-მ გაავრცელა.

"ატლეტიკო" უკვე დატოვა დიეგო გოდინმა, რომელმაც კლუბში ცხრა სეზონი გაატარა. შესაბამისად, დიეგო სიმეონეს დაცვის ხაზის გაძლიერება უნდა. ჯერჯერობით უცნობია მადრიდელები ალონსოს სანაცვლოდ რამდენი მილიონის გადახდას აპირებენ. მარკოსმა გასულ სეზონში 39 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ოთხი გოლი და შვიდი საგოლე გადაცემა შეასრულა. ესპანელის სატრანსფერო ღირებულება 45 მილიონი ევროა.

სტატისტიკა
0.269709