ჩოგბურთი

11:16 | 9.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბარტი როლან გაროსის გამარჯვებულია

23 წლის ავსტრალიელი ჩოგბურთელი ეშლი ბარტი როლან გაროსის გამარჯვებული გახდა. 2019 წლის საფრანგეთის ღია პირვლობის ფინალში ბარტიმ ჩეხი მარკეტა ვონდროუშოვა 6:1, 6:3 დაამარცხა და 1973 წლის შემდეგ გახდა პირველი ავსტრალიელი, რომელმაც ერთეულთა თანრიგში როლან გაროსის ტურნირი მოიგო.

"ეს დაუჯერებელია, სიტყვები არ მყოფნის. ეს წარმოუდგენელია, დღეს ჩინებულად ვითამაშე, ჩემი თავით და გუნდით კმაყოფილი ვარ." - განაცხადა მატჩის დასრულების შემდეგ ბარტიმ.

აღნიშნული გამარჯვებით ეშლიმ 2000 ქულა მიიღო და განახლებულ რეიტინგში 6350 ქულით სარეკორდო, მეორე ადგილამდე გადაინაცვლებს. პირველადგილოსანს ნაომი ოსაკას ავსტრალიელი 136 ქულით ჩამორჩება. ვონდროუშოვა კი 22 ადგილით დაწინაურდება და ორშაბათს მე-16 პოზიციაზე იქნება.

0.115699