ისტორია

9:54 | 9.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

9 ივნისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1981 წლის 9 ივნისს დაიბადა ირაკლი ლაბაძე. ქართველი ჩოგბურთელი. უიმბლდონის იუნიორთა ტურნირის ორგზის ფინალისტი (1998 წელს გადამწყვეტი შეხვედრა წააგო შვეიცარიელ როჯერ ფედერერთან). მონაწილეობა აქვს მიღებული “დიდი სლემის” 16 მატჩში. ეშტორილისა (პორტუგალია) და ინდიან უელსის (აშშ) 2004 წლის გათამაშებაში ნახევარფინალამდე გააღწია. 2004 წლის ივლისში, მსოფლიოსრეიტინგში მისთვის საუკეთესო ადგილზე (42-ე) იყო. 2001 წელს, შანხაიში მიმდინარეტურნირისმსვლელობისას, ირაკლი ლაბაძემ თანამედროვეობის ერთ-ერთ უძლიერეს ჩოგბურთელს, ამერიკელ ანდრეაგასის მოუგო (7:6, 7:5).

მნიშვნელოვანი ფაქტები

1899- ჯეიმს ჯეფრისმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის ბობ ფიტსიმონი მეთერთმეტე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1909- ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის გადაწყვეტილებით, ფეხბურთის მეკარეებს სხვა მოთამაშეებისგან განსხვავებული შეფერილობის მაისური უნდა ჩაეცვათ. გოლკიპერების ეკიპირება მეწამული, წითელი, ყვითელი ან ლურჯი უნდა ყოფილიყო. 1912 წლიდან მეკარეებს მწვანე ფერის მაისურის ჩაცმის ნებაც დართეს.

1930- ლეგენდარულმა ფინელმა სტაიერმა პაავო ნურმიმ ექვს მილზე რბენაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა (29:36.4).

1945- დაარსდა ზაგრების “დინამო”. ხორვატიის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი. იუგოსლავიის 4-გზის და ხორვატიის 12-გზის ჩემპიონი. 7-ჯერ ფლობდა იუგოსლავიის თასს, 12-ჯერ ხორვატიის თასი აქვს მოგებული.

1946- ჯო ლუისმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის ბილი კონი მერვე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიო ჩენპიონის ტიტული მოიპოვა.

1960- შოტლანდიის ფეხბურთელთა ნაკრები პირველი ბრიტანული ეროვნული გუნდი გახდა, რომელიც თურქეთს დაუპირისპირდა. ანკარაში ჩატარებული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა (4:2).

1968- ჩოგბურთში საფრანგეთის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში ნენსი რიჩმა ენ ჯოუნსი 5:7, 6:4, 6:1 დაამარცხა და ტურნირის რიგით 38-ე ჩემპიონი გახდა.

1968- ჩოგბურთში საფრანგეთის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში ავსტრალიელმა კენ როზუოლმა თანამემამულე როდ ლეივერი 6:3, 6:1, 2:6, 6:2 დაამარცხა და ტურნირის რიგით 38-ე ჩემპიონი გახდა.

1978- ლარი ჰოლმსმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის კენ ნორტონი თხუთმეტრაუნდიან ორთაბრძოლაში დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1979- ჩოგბურთში საფრანგეთის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში კრის ევერტმა ვენდი თარნბული 6:0, 6:4 დაამარცხა და ტურნირის რიგით 40-ე ჩემპიონი გახდა.

1984- ჩოგბურთში საფრანგეთის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში მარტინა ნავრატილოვამ კრის ევერტი 6:3, 6:1 დაამარცხა და ტურნირის რიგით 54-ე ჩემპიონი გახდა.

1984- გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მძლეოსანმა, იურგენ ჰინგსენმა თანამედროვე ათჭიდში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (8798 ქულა).

1985- ფრანგმა ველოსიპედისტმა ბერნარ ინომ ყველაზე პრესტიჟული რბოლა “ტურ დე ფრანსი” მოიგო.

1985- ჩოგბურთში საფრანგეთის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში შვედმა მატს ვილანდერმა ჩეხი ივან ლენდლი 3:6, 6;4, 6:2, 6:2 დაამარცხა და ტურნირის რიგით 55-ე ჩემპიონი გახდა.

1985- ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფლეი-ოფში “ლოს ანჯელეს ლეიკერსმა” “ბოსტონ სელტიკსი” დაამარცხა და NBA-ს რიგით 39-ე ჩემპიონი გახდა.

1988- ლეგენდარულმა უკრაინელმა მძლეოსანმა სერგეი ბუბკამ ბრატისლავაში მიმდინარე შეჯიბრებაზე სიმაღლეზე ჭოკით ხტომაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (6.05 მ).

1989- კორეული წარმოშობის ამერიკელი ჩოგბურთელი მაიკლ ჩანგი საფრანგეთის ღია პირველობის ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი გახდა.

1990- იტალიის მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთში. ჩეხოსლოვაკია _ აშშ 5:1.

1990- ჩოგბურთში საფრანგეთის ღია პირველობის ქალთა შეჯიბრების ფინალში სერბმა მონიკა სელეშმა გერმანელი შტეფი გრაფი 7:6, 6:4 დაამარცხა და ტურნირის რიგით მესამოცე ჩემპიონი გახდა.

1991- ჩოგბურთში საფრანგეთის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში ჯიმ კურიემ ანდრე აგასი 3:6, 6:4, 2:6, 6:1, 6:4 დაამარცხა და ტურნირის რიგით 61-ე ჩემპიონი გახდა.

1991- ლეგენდარულმა უკრაინელმა მძლეოსანმა სერგეი ბუბკამ მოსკოვში მიმდინარე შეჯიბრებაზე სიმაღლეზე ჭოკით ხტომაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა (6.08 მეტრი).

1993- ჰოკეის ეროვნული ლიგის ფლეი-ოფში “მონრეალ კანადიენსმა” “ლოს ანჯელეს კინგზი” დაამარცხა და სტენლის თასი მოიპოვა.

1996- ჩოგბურთში, საფრანგეთის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, რუსმა ევგენი კაფელნიკოვმა გერმანელი მიხაელ შტიხი 7:6, 7:5, 7:6 დაამარცხა და ტურნირის რიგით 66-ე ჩემპიონი გახდა.

2005- ირანმა, საუდის არაბეთმა, იაპონიამ, სამხრეთ კორეამ და არგენტინამ, გერმანიის 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურები მოიპოვეს.

2006- გერმანიაში მსოფლიოს მე-18-ე საფეხბურთო ჩემპიონატი საზეიმოდ გაიხსნა. გერმანია _ კოსტა რიკა 4:2; პოლონეთი _ ეკვადორი 0:2.

2008- ავსტრია-შვეიცარიის ევროპის ჩემპიონატზე ჰოლანდიამ მსოფლიო ჩემპიონ იტალიას 3:0 მოუგო, საფრანგეთმა და რუმინეთმა კი 0:0 ითამაშეს.

2009- ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფლეი ოფის ფინალის მესამე მატჩში “ორლანდო მეჯიქმა” “ლეიკერსს” 108:104 მოუგო. ფლორიდელებმა ფინალის რეკორდი დაამყარეს რეალიზებულ ტყორცნათა (არ იგულისხმება საჯარიმოები) პროცენტული მაჩვენებლით (62.5). სერიაში ანგარიში კი 2:1 გახდა კალიფორნიელთა სასარგებლოდ.

ამ დღეს დაიბადნენ

1897- კეეს პიილი. 1916-32 წლებში როტერდამის “ფეიენოორდის” ბომდარდირი. გუნდის შემადგენლობაში ჩაატარა 307 მატჩი, გაიტანა 221 გოლი. ჰოლანდიის ორგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი.

1900- ლუდვიგ ჰოფმანი. მიუნხენის “ბაიერნის” ფორვარდი და მწვრთნელი. კლუბის ერთ-ერთი ლეგენდა. გერმანიის ნაკრების 18 მატჩში გაიტანა 4 გოლი.

1913- ჟან-ედუარდ ნიკოლა. 1930-იანი წლების საფრანგეთის ნაკრების ფორვარდი. ნაკრების 25 მატჩში გაიტანა 21 გოლი. მსოფლიო 1934 წლის ჩემპიონატის მონაწილე. 1938 წელს გახდა საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი.

1920- პაულ მებუსი. 1951-54 წლებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საფეხბურთო ნაკრების მცველი. მსოფლიოს 1954 წლის ჩემპიონი. გერმანიის ნაკრებში ჩაატარა 6 მატჩი.

1921- აგნეს კელსტი. უნგრელი ტანმოვარჯიშე. სპორტულ ტანვარჯიშში 1952 და 1956 წლების ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1924- კრისტინ გოშელი. ფრანგი სამთომოთხილამურე. გიგანტურ სლალომში 1960 წლის ზამთრის ოლიმპიური ჩემპიონი.

1934- ჰელგა ჰაასე. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოციგურავე. 500 მეტრზე რბენაში 1960 წლის ზამთრის ოლიმპიური ჩემპიონი.

1945- ფაინა მელნიკი. საბჭოთა მძლეოსანი. ბადროს ტყორცნაში 1972 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1946- რობერტ ზარა. ავსტრიის ნაკრებისა და ვენის “აუსტრიას” მცველი. ნაკრების შემადგენლობაში ჩაატარა 54 მატჩი. იყო გუნდის კაპიტანი. ავსტრიის ეროვნულ ჩემპიონატში ჩაატარა ყველაზე მეტი მატჩი (581), გაიტანა 20 გოლი. ავსტრიის ხუთგზის ჩემპიონი და თასის ექვსგზის მფლობელი.

1971- ჟილ გალფონი. ფრანგი მძლეოსანი. სიმაღლეზე ჭოკით ხტომაში მოპოვებული აქვს ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული.

1971- ჟილ დე ბილდე. ბელგიის ნაკრებისა და ბირმინგემის “ასტონ ვილას” ფეხბურთელი.

1978- მიროსლავ კლოზე. გერმანიის ნაკრების, “კაიზერსლაუტერნის”, “ვერდერის”, “ბაიერნის”, “ლაციოს” ფორვარდი. მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონი. მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. მსოფლიოს 2006 და 2010 წლების პირველობის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. 2006 წლის მუნდიალზე გახდა ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი. გერმანიის ნაკრებში ჩაატარა 137 მატჩი, გაიტანა 71 გოლი. 2008 და 2010 წლებში “ბაიერნის” შემადგენლობაში გახდა გერმანიის ჩემპიონი და დაეუფლა გერმანიის თასს. “ვერდერის” და “ბაიერნის” რიგებში გამოსვლისას მოგებული აქვს გერმანიის ლიგის თასი. 2006 წელს გახდა ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი და იმავე წელს დაასახელეს გერმანიის საუკეთესო ფეხბურთელად. ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი (2010).

1981- ირაკლი ლაბაძე. ქართველი ჩოგბურთელი. უიმბლდონის იუნიორთა ტურნირის ორგზის ფინალისტი (1998 წელს გადამწყვეტი შეხვედრა წააგო შვეიცარიელ როჯერ ფედერერთან). მონაწილეობა აქვს მიღებული “დიდი სლემის” 16 მატჩში. ეშტორილისა (პორტუგალია) და ინდიან უელსის (აშშ) 2004 წლის გათამაშებაში ნახევარფინალამდე გააღწია. 2004 წლის ივლისში, მსოფლიოს რეიტინგშიმისთვისსაუკეთესო ადგილზე (42-) იყო. 2001 წელს, შანხაიში მიმდინარე ტურნირის მსვლელობისას, ირაკლილაბაძემ თანამედროვეობის ერთ-ერთ უძლიერეს ჩოგბურთელს, ამერიკელ ანდრე აგასის მოუგო(7:6, 7:5).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110361