ჩოგბურთი

18:48 | 8.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი მსაჯს: "ჩოგბურთი არასდროს გითამაშია? ახლა პოპულარული გახდი" (+VIDEO)

როლან გაროსის ნახევარფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრიელ დომინიკ ტიმთამ ხუთსეტიან ბრძოლაში დამარცხდა - 2:6, 6:3, 5:7, 7:5, 5:7.

მესამე სეტის ბოლოს სერბი ჩოგბურთელი კოშკურის მსაჯს გაუწყრა და მასთან პოლემიკაში შევიდა:

„ჩოგბურთი არასდროს გითამაშია? ამ გადაწყვეტილებით პოპულარული გახდი, ახლა გიცნობენ, ახლა ცნობილი და მნიშვნელოვანი ხარ, კარგი სამუშაოს წყალობით“, - თქვა ჯოკოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ როლან გაროსის ფინალში დომინიკ ტიმი და ესპანელი რაფაელ ნადალი დაუპირისპირდებიან.

Loading...
0.129003