საკალათბურთო კლუბ თსუ-ს, რომელიც საქართველოს კალათბურთელთა პირველ ლიგაში მონაწილეობას აპირებს, გამოცდილი მწვრთნელი ნუგზარ ჭეიშვილი უხელმძღვანელებს, მის ასისტენტად კი ნუგზარ მარკოიშვილი იმუშავებს. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” თავად ჭეიშვილმა განუცხადა.
ჭეიშვილი და მარკოიშვილი თსუ-ს რამდენიმე წელი ხელმძღვანელობდნენ.
სამწუხაროდ, თსუ ორი წლის წინ დაიშალა და ზედიზედ ორი სეზონი ეროვნულ ჩემპიონატში აღარ მონაწილეობდა.