ფიჯის დედაქალაქ სუვაში დასრულდა ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი ძალოსნობაში, სადაც დასვნით დღეს +109 კგ-მდე წონითი კატეგორიის ძალოსნებმა იასპარეზეს.
დღეს, საქართველოს ნაკრების ღირსებას თორნიკე ტაბატაძე იცავდა, რომელიც ატაცში 152 და 160 კგ-ს გაუმკლავდა, 169 კგ. კი ვერ დასძლია და მე-8 შედეგი დააფიქსირა.
მე-2 მოძრაობაში, აკვრაში, ქართველი ძალოსანს შტანგასთან მხოლოდ 1 წარმატებული მისვლა (180 კგ.) ჰქონდა, 185 და 187 კგ. კი ვერ ასწია, რაც მე-12 მაჩვენებელი აღმოჩნდა.
ჯამში, ტაბატაძის მონაგარმა 340 კგ. შეადგინა, რაც მე-11 პოზიციის დასაკავებლად აღმოჩნდა საკმარისი.
მსოფლიო ჩემპიონის ტიტული სომეხმა ვარაზდატ ლალაიანმა (419 კგ.) მოიპოვა, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები კი ალი დავუდისა (418 კგ.) და ალირეზა იუსეფის (396 კგ.) ერგოთ.
შეგახსენებთ, რომ ფიჯიზე საქართველოს ნაკრების 4 წევრი გამოდიოდა და ჩვენებურთა ანგარიშზე 4 მედალია. ირაკლი ჩხეიძემ 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედლით მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა, ხოლო არჩილ მალაყმაძემ მცირე ბრინჯაო (ატაცში) დაისაკუთრა.