ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩები საქართველოს ნაკრების ჯგუფის გარდა, კიდევ ოთხ ჯგუფში გაიმართა.
A ჯგუფში ჩეხეთის ნაკრებმა ბულგარეთს უმასპინძლა და პირველი გამარჯვება მოიპოვა, რაც დიდწილად იტალიური "რომას" ფორვარდის პატრიკ შიკის დამსახურებაა, რომელმაც დუბლი შეასრულა. არადა, ბულგარელები სწრაფადვე, მესამე წუთზე დაწინაურდნენ, მაგრამ ჩეხეთმა შიკის კარგი გარჯის წყალობით სამი ქულა მოიპოვა. თავის მხრივ თუ ჩეხეთისთვის პირველი გამარჯვება იყო, ბულგარეთი პირველად დამარცხდა. ჯგუფის მეორე მატჩში კი მონტენეგრო საკუთარ მოედანზე კოსოვოს დაუზავდა. სტუმრები მილოტ რაშიცას გოლით იგებდნენ, მაგრამ მუგოსას ზუსტმა დარტყმამ მასპინძლებს ქულა მოუტანა.
B ჯგუფში უკრაინის ნაკრებმა ლვოვში სერბეთს უმასპინძლა, რომელმაც საწყისი მატჩი პორტუგალიასთან სტუმრად არ წააგო და ამჯერადაც იგივე გეგმა ჰქონდა, მაგრამ ვინ დააცადა. ანდრეი შევჩენკოს გუნდმა შესანიშნავი ფეხბურთი აჩვენა და მეტოქეს თავ-ბედი აწყევლინა. პირველივე ტაიმში ციგანკოვმა დუბლი შეასრულა, ხოლო მისი დაწყებული საქმე მეორე ნახევარში თანაგუნდელებმა განაგრძეს და - 5:0! უკრაინის ნაკრები 7 ქულით ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობს და წესით ევროპის ჩემპიონატზე გასვლა არ გაუჭირდება. ჯგუფის მეორე შეხვედრაში კი ლუქსემბურგი ლიეტუვას კარგა ხანს უგებდა, მაგრამ საბოლოოდ ქულით მოუწია დაკმაყოფილება.
F ჯგუფში უდანაკარგოა ესპანეთის ნაკრები, რომელმაც ზედიზედ მესამე გამრჯვება მოიპოვა და ამჯერად სტუმრად ფარერები დაამარცხა, რაც ბუნებრივია ჩვეულებრივი მოვლენაა. ესპანელების 4 გოლიდან სამი მცველების ანგარიშზეა, ხოლო ერთიც კუნძულელებმა საკუთარ კარში გაიტანეს. ამ ჯგუფში მეორე პოზიციაზე სამი ტურის შემდეგ შვედეტია, რომელმაც მალტა უპრობლემოდ დაამარცხა, ხოლო ოსლოში ნორვეგიისა და რუმინეთის ნაკრებები დაზავდნენ - 2:2. სხვათა შორის სკანდინავიელებმა განვლილ სამ მატჩში ბოლომდე იბრძოლეს დრამატული შეხვედრებიც ჩაატარეს, მაგრამ ორი ქულის ამარად მეხუთე პოზიციას იკავებენ.
G ჯგუფსაც უდანაკარგო ლიდერი ჰყავს პოლონეთის სახით, რომელმაც სამი ტური ისე განვლო რომ არათუ ქულა დაუკარგავს, არამედ გოლიც არ გაუშვია. ამჯერად, პოლონელებმა მაკედონიას მისსავე მოედანზე კშიშტოფ პიონტეკის გოლით აჯობეს და 9 ქულით ლიდერის პოზიციაზე იმყოფებიან. იქვეა ისრაელის ნაკრები, რომელიც შესანიშნავად თამაშობს და 7 ქულა დააგროვა სამი ტურის შემდეგ. ებრაელებმა ლატვიას რიგაში ერან ზაჰავის ჰეთ-თრიქით აჯობეს. ავსტრიის ნაკრებმა კი საწყისი ორი წაგების შემდეგ, როგორც იქნა ქულები მოიპოვა და ვენაში სლოვენია დაამარცხა. თუმცა, ამის გაკეთება ძალზე გაუჭირდა და გვიდო ბურგშტალერის გვიანი, კინკილა გოლით გაიმარჯვა.
A ჯგუფი
ჩეხეთი - ბულგარეთი 2:1 (1:1)
გოლები: 0:1 ისა (3), 1:1 შიკი (19), 2:1 შიკი (50)
მონტენეგრო - კოსოვო 1:1 (0:1)
გოლები: 0:1 რაშიცა (25), 1:1 მუგოსა (69)
1. | ინგლისი | 2 | 2 | 0 | 0 | 10:1 | 6 | |
2. | ჩეხეთი | 2 | 1 | 0 | 1 | 2:6 | 3 | |
3. | კოსოვო | 2 | 0 | 2 | 0 | 2:2 | 2 | |
4. | ბულგარეთი | 3 | 0 | 2 | 1 | 3:4 | 2 | |
5. | მონტენეგრო | 3 | 0 | 2 | 1 | 3:7 | 2 |
B ჯგუფი
ლიეტუვა - ლუქსემბურგი 1:1 (0:1)
გოლები: 0:1 როდრიგესი (20), 1:1 ნოვიკოვასი (74)
უკრაინა - სერბეთი 5:0 (2:0)
გოლები: 1:0 ციგანკოვი (26), 2:0 ციგანკოვი (28), 3:0 კონოპლიანკა (46), 4:0 იერემჩუკი (59), 5:0 კონოპლიანკა (75)
1. | უკრაინა | 3 | 2 | 1 | 0 | 7:1 | 7 | |
2. | ლუქსემბურგი | 3 | 1 | 1 | 1 | 4:4 | 4 | |
3. | პორტუგალია | 2 | 0 | 2 | 0 | 1:1 | 2 | |
4. | ლიეტუვა | 2 | 0 | 1 | 1 | 2:3 | 1 | |
5. | სერბეთი | 2 | 0 | 1 | 1 | 1:6 | 1 |
E ჯგუფი
ფარერები - ესპანეთი 1:4 (1:3)
გოლები: 0:1 რამოსი (5), 0:2 ნავასი (19), 1:2 ოლსენი (30), 1:3 გესტსონი (34, ა.გ), 1:4 გაია (71)
ნორვეგია - რუმინეთი 2:2 (0:0)
გოლები: 1:0 ელიუნუსი (56), 2:0 ოდეგაარდი (70), 2:1 კესერუ (77), 2:2 კესერუ (90)
შვედეთი - მალტა 3:0 (1:0)
გოლები: 1:0 ქუაისონი (2), 2:0 კლაესონი (50), 3:0 ისაკი (81)
1. | ესპანეთი | 3 | 3 | 0 | 0 | 8:2 | 9 | |
2. | შვედეთი | 3 | 2 | 1 | 0 | 8:4 | 7 | |
3. | რუმინეთი | 3 | 1 | 1 | 1 | 7:5 | 4 | |
4. | მალტა | 3 | 1 | 0 | 2 | 2:6 | 3 | |
5. | ნორვეგია | 3 | 0 | 2 | 1 | 6:7 | 2 | |
6. | ფარერები | 3 | 0 | 0 | 3 | 3:10 | 0 |
G ჯგუფი
ავსტრია - სლოვენია 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 ბურგშტალერი (74)
მაკედონია - პოლონეთი 0:1 (0:0)
გოლი: 0:1 პიონტეკი (47)
ლატვია - ისრაელი 0:3 (0:1)
გოლები: 0:1 ზაჰავი (10), 0:2 ზაჰავი (60), 0:3 ზაჰავი (81)
1. | პოლონეთი | 3 | 3 | 0 | 0 | 4:0 | 9 | |
2. | ისრაელი | 3 | 2 | 1 | 0 | 8:3 | 7 | |
3. | მაკედონია | 3 | 1 | 1 | 1 | 4:3 | 4 | |
4. | ავსტრია | 3 | 1 | 0 | 2 | 3:5 | 3 | |
5. | სლოვენია | 3 | 0 | 2 | 1 | 2:3 | 2 | |
6. | ლატვია | 3 | 0 | 0 | 3 | 1:8 | 0 |