ფეხბურთი

2:02 | 8.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო გვილია: "ეროვნულ ნაკრებში გატანილი გოლი დიდი ბედნიერებაა"

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ვაკო გვილიამ გიბრალტართან (3:0) მოგების შემდგომ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. პირველი გოლის ავტორმა საკუთარ ემოციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეროვნულ ნაკრებში გატანილი გოლ დიდი ბედნიერებაა. მან ასევე მცირე კომენტარი კლუბის შესახებაც გააკეთა და აღნიშნა, რომ დიდი ალბათობით „ლუცერნში“ დატოვებს.

„შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ. 3:0 არ არის ცუდი, მაგრამ ხარისხი შეიძლებოდა უკეთესი ყოფილიყო. ძნელია ეთამაშო გუნდს, რომელიც 90 წუთის განმავლობაში თავს იცავს, მაგრამ რაც მთავარია გავიმარჯვეთ და ახლა დანიის ნაკრებთან თამაშზე უნდა ვიფიქროთ.

ეროვნულ ნაკრებში ყოველი თამაში არის დიდი ბედნიერება, დიდი პატივი და დიდი პასუხისმგებლობა. გატანილი გოლი კი უფრო დიდი ბედნიერებაა. მიხარია, რომ ჩემს გუნდს დავეხმარე გამარჯვების მოპოვებაში.

ახლამხოლოდ დანიასთან მატჩზე ვარ კონცენტრირებული, თუმცა დიდი ალბათობით მოკლე მომავალში გუნდს შევიცვლი და დავტოვებ „ლუცერნს“, - გვითხრა გვილიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარი 3:0 დაამარცხა და ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. "ჯვაროსნები" მომდევნო შეხვედრას 10 ივნისს, დანიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.

0.113498