ფეხბურთი

1:27 | 8.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს ჩემპიონატი U20 - ორი ნახევარფინალისტი ცნობილია

მსოფლიოს 20 წლამდე ჩემპიონატზე ორი ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილია - იტალია და უკრაინა.
მეოთხედფინალში უკრაინის 20 წლამდე ნაკრები კოლუმბიის შესაბამის ასაკობრივ ნაკრებს დაუპირისპირდა და მატჩის დასაწყისშივე დანილო სიკანის ერთადერთი გოლით მოიგო. შედეგად უკრაინელები, რომლის რიგებში ქართული ფესვების მქონე გიორგი წიტაიშვილი თამაშობს ჩემპიონობისკენ სვლას აგრძელებს.

მეორე მეოთხედფინალურ შეხვედრაში იტალია მალის ნაკრებს დაუპირისპირდა, რომელმაც წინა ეტაპზე არგენტინას აჯობა და ამჯერადაც სიურპრიზს ამზადებდა. მალელთა მცველმა იბრაჰიმა კონემ არგენტინას გოლიც გაიტანა და ავტოგოლი და ამჯერადაც არ დაუტოვებია "უგოლოდ" მოედანი, ოღონდ კვლავ საკუთარი კარი დალაშქრა და იტალიელები დააწინაურა. 21-ე წუთზე აფრიკელების ვითარება დამძიმდა, რადგან უსმანე დიაკიტე გაუძევეს და თიტქოს ყველაფერი მარტივად უნდა გარკვეულიყო, თუმცა, მალიმ ბოლომდე იბრძოლა. პირველი ტაიმის ბოლოს სეკუ კოიტამ გაათანაბრა, ხოლო მეორე ნახევარში ანდრეა პინამონტიმ "აძურინი" წინ გაიყვანა. მოჰამედ კამარამ თამაშის დასრულებამდე 10 წუთით ადრე კიდევ ერთხელ აღადგინა წონასწორობა! მიუხედავად ამისა, მალიმ დამატებით დროში თამაში ვერ გადაიყვანა, ორწუთიან ინტერვალში ანდრეა პინამონტიმ და დავიდე ფრატეზიმ იტალიას მოაგებინეს - 4:2. სხვათა შორის, იტალიის 20 წლამდე ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა, რაც ისტორიაში პირველად მოხდა.

ნახევარფინალში იტალია და უკრაინა 11 ივნისს ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. დღეს კი დარჩენილი ორი მეოთხედფინალური მატჩი შედგება - სამხრეთ კორეა - სენეგალს, ხოლო აშშ ეკვადორს შეხვდება.

კოლუმბია - უკრაინა 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 სიკანი (11)

იტალია - მალი 4:2 (1:1)

გოლები: 1:0 კონე (12, ა.გ), 1:1 კოიტა (38), 2:1 პინამონტი (60), 2:2 კამარა (79), 3:2 პინამონტი (83, პენ), 4:2 ფრატეზი (84)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.067159