საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ვატო არველაძემ გიბრალტართან (3:0) მოგების შემდგომ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. ახალგაზრდა ფეხბურთელის თქმით გოლის გატანით კმაყოფილია და მან მეტი თავდაჯერებულობა შემატა.
„კარგი გრძნობაა, რომ გავიმარჯვეთ და მეც თავდაჯერებული ვარ ამ გამარჯვებით. ძალიან მიხარია, რომ ტრადიცია გავაგრძელე და გოლი გავიტანე.
გოლი მთელს საქართველოს ეძღვნებოდა, ასევე ჩემს ოჯახს და განსაკუთრებით ჩემს შეყვარებულს, რადგან დღეს დაბადების დღე აქვს.
ძირითადი შემადგენლობიდან თამაშის დაწყება წნეხი ნამდვილად არ ყოფილა. ამაში ბიჭები მომეხმარნენ. უბრალოდ გარკვეული ნერვიულობა იყო და ვცდილობდი თავი გამომეჩინა“, - განაცხადა ვატო არველაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარი 3:0 დაამარცხა და ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. "ჯვაროსნები" მომდევნო შეხვედრას 10 ივნისს, დანიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.