ბელგიის ეროვნული ნაკრების შემტევი ედენ აზარი მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი გახდა. როგორც "ბლანკოსის" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, კლუბი "ჩელსის" ტრანსფერზე უკვე შეუთანხმდა და აზარი ესპანურ გრანდთან ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ფეხბურთელის წარდგენა "სანტიაგო ბერნაბეუზე" 13 ივნისს გაიმართება, სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ. ჯერჯერობით სატრანსფერო ფასის შესახებ ესპანურ კლუბს ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
აზარმა ლონდონის "ჩელსის" რიგებში პრემიერლიგა და ევროპა ლიგა ორ-ორჯერ მოიგო. ასევე ედენი "არისტოკრატების" სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ოთხჯერ დაასახელეს, რაც კლუბის რეკორდია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რა შეაჩერებს ბაიერნს და ფლიკის გუნდიდან გაშვება)))მართლა მაგრად შეცვალა მაგ კაცმა ბავარიას თამაში.თან არავინ არაფერს განსაკუთრებულს რომ არ ელოდა არც ბაიერნის ამ შემადგენლობისგან და მითუმეტეს ფლიკისგან ეგ უფრო საინტერესოს ხდის ამ ამბავს.ფაქტია მონსტრი ჩამოაყალიბა ჩვეულებრივი ძლიერი შემადგენლობით.არაფერი განსაკუთრებული ბაიერნის შემადგენლობა არაა(შეადარეთ სხვა გრანდებს) მაგრამ თამაში აქვთ განსაკუთრებული რაც ფლიკის დამსახურებაა.ლევანდოვსკი ცაში აიყვანა ტიპმა,რამდენ გოლს ატანინებენ მიმიქარავს რეალი და კრისტინა)))ბრავო ფლიკი და ბრავო ბავარიას როგორც გუნდს,ცალკეულ ფეხბურთელს ვერცერთს ვერ გამოვყოფ,ვერც ლევანდოვსკის
ფლიკი არის ჰაინკენსის ღირსეული მემკვიდრე, თუ ასე გააგრძელებს მალე ჩამოიტოვებს იუპს. სუპერ ტოტალური ფეხბურთის მქადაგებელი!
ჩემი აზრით ფილმი ჰაინკესის დონეზეა და ლიგა წელსაც თუ დადო უკვე წინ იქნება.ლიგის ყველა დროის რეკორდი მოხსნა ტურნირი ისე მოიგო დღეც კი ვერ გაუგორა ვერავინ