ფეხბურთი

22:50 | 7.06.2019 | ნანახია 2013 - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: "დანიაში კვირკველია და ხოჭოლავა ვერ დაგვეხმარებიან"

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში პირველი გამარჯვება მოიპოვა და თბილისში გიბრალტარი 3:0 დაამარცხა. ნამატჩევს „ჯვაროსნების“ თავკაცმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა.

სლოვაკი სპეციალისტის განცხადებით, გამარჯვება ყოველთვის მნიშვნელოვანია, თუნდაც ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე გუნდთან. გარდა ამისა, ვაისმა დააანონსა, რომ დანიასთან მომდევნო მატჩში გუნდს დავით ხოჭოლავა და სოლომონ კვირკველია ვერ დაეხმარებიან.

„ყოველთვის მნიშვნელოვანია საკვალიფიკაციო ეტაპზე სამი ქულის მოპოვება, თუნდაც ყველაზე სუსტი მეტოქის წინააღმდეგ. გვქონდა ბევრი საგოლე მომენტი, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ და შესაძლებელი იყო უფრო უკეთ გვეთამაშა დასკვნით ფაზაში. ჩვენ უკვე დავიწყეთ დანიასთან მატჩისთვის. ჯაბა კანკავამ კი დიდი ჯენტლმენობა გამოიჩინა, როდესაც ახალგაზრდა ვატო არველაძეს მისცა პენალტის დარტყმის შესაძლებლობა და ეს ადასტურებს, რომ ჩვენს გუნდში კარგი ატმოსფეროა.

ზოგადად, ახალი ფეხბურთელებით კმაყოფილი ვარ. მნიშვნელოვანია, როდესაც ფეხბურთელი ნაკრებშია გამოძახებული, უფრო მეტი პასუხისმგებლობით უდგება და ზოგჯერ ვერ ავლენს მაქსიმუმს. ხვიჩა კვარაცხელიას თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ვიცით, რომ უკეთ თამაშიც შეუძლია. ტრავმის ხარისხი ჯერჯერობით უცნობია, ხვალ ჩაუტარდება სამედიცინო შემოწმება და ამის შემდეგ გაირკვევა იქნება თუ არა ჩვენთან ერთად დანიაში.

ასევე ტრავმირებულია ელგუჯა ლობჯანიძე და მისი თამაშის საკითხი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა. შემადგენლობაში ცვლილებები კი იქნება და სავარაუდოდ, 2-3 ცვლილება იქნება. ლორიას რაც შეეხება, ჩვენ ვისაუბრეთ ირლანდიასთან გაშვებული გოლის შემდეგ და დღეს მან აშკარა გოლს გადაგვარჩინა, მისი თამაშით კმაყოფილი ვარ.

რა თქმა უნდა, ამ პერიოდის განმავლობაში ბევრს ვფიქრობდი, რადგან ბევრი ფეხბურთელი გვყავდა ტრავმირებული. დღეს ძირითადად იმ ფეხბურთელებს დავეყრდენი, რომელთაც სათამაშო პრაქტიკა აქვთ კლუბებში. დანიაში ვეცდებით,რომ სწრაფი ფლანგებით ვითამაშოთ, თუმცა შემადგენლობა არ მაქვს გადაწყვეტილი. არაა გამორიცხული, რომ მჭედლიძე სასტარტოში ვიხილოთ. შემიძლია გითხრათ, რომ შიშით არ გავალთ მოედანზე და ეს თამაში მეტ თავდაჯერებულობას მოგვცემს.

მეორე ტაიმში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა, პაპუნაშვილი და კიტეიშვილი თამაშში კარგად ჩაერთვნენ და გუნდს უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონდა მეტოქის კარისკენ დარტყმისთვის. დანიაში შემადგენლობას რაც შეეხება, ხვალ ვარჯიში გვაქვს, შემდეგ დანიაში გავემგზავრებით და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. ამ თამაშში დაგვჭირდება, როგორც ფიზიკური მომზადება, ისე სისხარტე დაგვჭრდება.

ირლანდიასთან ცოცხალი კედლის დაყენების დროს შეცდომა მართლაც იყო, მაგრამ დღეს მსგავსი არაფერი ყოფილა და ლორიამ კედელი სწორად დააყენა, შესაბამისად გოლი არ გასულა. ხარაიშვილს რაც შეეხება, ვნახოთ, როგორც უკვე ვთქვი შემადგენლობაში ცვლილებები იქნება და ხვალინდელი ვარჯიშის შემდეგ შემადგენლობასთან დაკავშირებით უფრო რეალური სურათი იქნება.

სამწუხაროდ, დანიასთან სოლომონ კვირკველია ტრავმის გამო ვერ ითამაშებს, ეს უკვე გადაწყვეტილია. გრიგალავას თამაში უნდა აღვნიშნო, რომელმაც ძალიან კარგად ითამაშა. ხოჭოლავა და კვირკველია კი, დანიაში ვერ დაგვეხმარებიან“, - თქვა ვაისმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 10 ივნისს, კოპენჰაგენში დანიასთან გამართავს.


კომენტარები (16)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:10 | 09.06.2019
ბათუმის დინამო ! (229)

ფედერაციის და ზოგადად ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს ეროვნული ლიგა და არა ნაკრები.აი ნაკრების თამაშები იმ ქალაქში უნდა ჩატარდეს სადაც ყველაზე მეტი დასწრება იქნება,ამით ჩემპიონატის დონეც მოიმატებს და ფეხბურთიც გამოცოცხლდება თბილისშიც და რეგიონებშიც.

22:26 | 08.06.2019
armenakich13 (577)

ვინც ამბობს რატო არ იძახებს ვაისი ეროვნული ლიგის ფეხბურთელებს: ზივზივაძეს, შინდაგრიძეს, შენგელიას, კაპანაძეს და კიდევ სხვებს ჩემი აზრით შანსი არაა არ გამოიძახებდა და არც გამოიძახებს მაგათ რადგან უკვე უამრავჯერ დამტკიცდა რო ეროვნულ ლიგაში თუნდაც ბრწყინვალე ვარსკვლავი ევროპის საშუალოზე დაბალ დონის გუნდში სკამს ხეხავს...ზივზივაძე გოლების მანქანა იყო რო დანიის მეორე დივიზიონის გუნდ ესბიერგში ვერ გაქაჩა, ეს შინდააგორიძე უნგრეთშიც კი ვერ ქაჩავდა... კაპანაძე კვიპროსზე იყო და ვერც იქ ქნა ვერაფერი , შენგელიამ კიდე კორეასა და ბელგიის მეორე დივიზიონში ვერ მოიკიდდა ფეხი და ვაისი ამათ არ გამოიძახებდა. ბოლსოდაბოლოს ზარანდიას არ იძახებს როცა პოლონეთის ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში ხვდება და ამ ფარრრჩხჩაკი ეროვნული ლიგის ხალხს ნაკრებს არ გააკარებს

23:45 | 08.06.2019
alfadhirhaiti (7530)

ჯოოოოოს, სხვა რამეს ვიძახით

თუ უცხოეთიდან იძახებს, მაშინ ისეთი გუნდებიდან და ქვეყნებიდან უნდა გამოიძახოს, რომელიც ბევრად ჯობია ელიგას და არა ლატვიებიდან, ალბანეთებიდან, აზერბაიჯანიდან და ყაზახეთიდან

თარაზი, ორდაბასი, ლიეპაია, ვენტსპილსი, ფახთაქორი, ფლამურტარი და ასე შემდეგ.

20:53 | 08.06.2019
levani82 (41682)

Oto.

და ელიგაში მარჯვენა მცველი ისეთი ვინ გვყავს რომ ნაკრებს გამოადგეს

21:10 | 08.06.2019
Oto. (4710)

არ ვიცი მაგრამ თუ მარტო კაკაბაძე გვყავს და სხვა არავინ მოიძებნება მაშინ კარგად გვქონია საქმე.ჯერ ლობჟანიძეს არ ყავდა ალტერნატივა და ახლა კაკაბაძეს და რა ევროპაზე და მსოფლიოზე თამაშზე ვოცნებობთ

23:01 | 08.06.2019
RHP (3623)

ხოდა გამოდის რომ არ უნდა ვიოცნებოთ

16:19 | 08.06.2019
giorgiusi (696)

ამ საიტზე და განსაკუთრებით facebook-ზე იმდენი "ექსპერტი" და "პროფესორი" გვყავს, ევროპაში რომ გავიდნენ კლოპი და გვარდიოლა უსამსახუროდ დარჩებიან...

12:42 | 08.06.2019
araza-1918 (6330)

ხვიჩა

23:01 | 08.06.2019
RHP (3623)

აღმოჩენა?

11:21 | 08.06.2019
lagashi (6738)

ძალიან ცუდი..კაშია ასაკშიცაა და უთამაშებელიც, თან გრიგალავასთან ცენტრში პირველად ითამაშა..

11:11 | 08.06.2019
irakli111 (373)

კაკაბიძსგან რა უნდა ამ ხალხსს ვერ ვხვდები დაგავიწყდათ ვინ გყავდათ 3 წლის წინ მაგ პოზიციაზე?მაგარი დაუნახავი ხალხი ვართ რა ძლივს ფლანგები შეტევაში ნორმალურად გადადიან.მთელი საქართველო იმას წერდა გრიგაავას რატო არ იძახეებს სულ თამაშობსო ათამაშებს ეხა და ამის იმედზე რატოაო ხალხო რა გინდათ თავად თუ იცით?ვაახ გაგიჟდები კაცი რა გასაგებია რო ვაისი არ მოგწონთ მარა ცოტა აზრიანი და ლოგიკური კრიტიკა უკეთესი იქნება.ამ მერებას კიდე ხო იმენა ტვინი წაუღო ათამაშეე ხარაიშვილი კიტეიშვილი ლობჟანიძეე რაა

08:02 | 08.06.2019
sabonis (9584)

გუშინდელი გუნდიდან თუ ივარჯიშებენ და ოფლს დაღვრიან ბლომად შეიძლება კარგი ფეხბურთი ითამაშოს: ხვიჩამ, პაპუნამ, ხარაბაძემ, კაკაბამ ეგაა და ეგ და ჰა-ჰა ვატომ, მარა ეჭვი მეპარება.

07:52 | 08.06.2019
araza-1918 (6330)

ხვიჩა აღმოჩენა

07:41 | 08.06.2019
Oto. (4710)

ყოჩაღ ვაის.ისეთი თამაში იყო არასოდეს დაგვავიწყდება.სულ გაგვახსენდება ეს საოცარი მატჩი.

გუშინ დანიამ ვერ მოიგო და ჩვენ ალბათ შეგვჭამენ ისე ითამაშებენ.

ხარაიშვილს და ლობჟანიძეს.ან ზარანდიას რას ერჩი შენ დ.მ.მჩედლიძე უნდა ათამაშო.მერებაშვილი და ეს ხალხი არა??ან ეს კაკაბაძე რა ანტიკვარი ყოფილა.როგორ დავიჯერო მასზე უარესები გვყავს თუნდაც ჩემპიონატში რომ სხვას ვერავის ნახულობ.გაა..ვი რა ვაის შენ სლოვათში

07:40 | 08.06.2019
araza-1918 (6330)

ბელარუსიასთან ჩაკვეტაძეს ხვიჩა დაეხმარება

00:36 | 08.06.2019
iceman (2988)

ისე დანიაში რომ არ წავიდეთ 3-0 ჩაგვეთვლება ხომ წაგება? მემგონი არაა ცუდი ვარიანტი და ღირს დაფიქრება თან გზის ფულსაც დავზოგავთ.

23:42 | 07.06.2019
alfadhirhaiti (7530)

ამას უეჭველი გრიგალავას იმედი აქვს დანიასთან

ეს თუ ამ შესარჩევი ეტაპის ამხანაგურებივით ჩატარებას აპირებს, მაშინ ჯობია სხვას გადავულოცოთ ახლავე მწვრთნელობა და იმან მაინც გამოიყენოს გუნდის გასაცნობად.

23:23 | 07.06.2019
ogafa (10211)

ხვიჩა კვარაცხელია კარგია შემდეგში იმედია უფრო მოუმატებს

23:14 | 07.06.2019
ed7777 (819)

რამდენი ,,პროფესორები,, გვყოლია. წადით რა სოფლად იმდენი დაუმუშავებელი მიწებია. არაა ფეხბურთი თქვენი საქმე

23:11 | 07.06.2019
salazar (1835)

გრიგალავას მონდომებაში და ფიზიკურ მომზადებაში ეჭვი არც არასდროს შეგვიტანია. უბრალოდ ბურტთან ნაჯახივით არის და პირველი პასის გაკეთება ძალიან უჭირს. დღესაც ერთი სამჯერ შეცდა პირველი პასის დროს.
ადრე საერთოდ საოცრება იყო ფლანგზე, რომ ათამაშებდნენ.

დანიასთან შანსი - 0.

იმედია მერებას აღარ ვნახავ ძირითადში.
პაპუს ალბათ დააწყებინებს და მეორე ფლანგზე არ ვიცი

ხვიჩას რაც შეეხება, მე ჯერ ფეხბურთელი არ მინახავს საზარდულის ტრავმა 4 დღეში მოერჩინოს.

0.137107