ჭიდაობა

22:02 | 7.06.2019 | ნანახია NaN - ჯერ

უიღბლო დღე – ერთი ბრინჯაოს შანსი

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრი ამირან ვახტანგაშვილი (65 კგ) ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის აგრძელებს ბრძოლას. მას შემდეგ, რაც ძირითად ბადეში მისმა მომგებმა - აზერბაიჯანელმა ტურან ბაირამოვმა ნახევარფინალში მოლდოველი ნიკოლაი გრამეზი დაამარცხა, ვახტანგაშვილი რეპეშაჟის ნახევარფინალში გადაერთო, სადაც ხვალ ფრანგ მარუან აჰმედ იეზას დაუპირისპირდება და თუ აჯობებს, `ბრინჯაოს ფინალში” მოლდოველ ნიკოლაი გრამეზს შეხვდება.

დღესვე, კიდევ ოთხ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ ფინალისტები. საქართველოს სახელით კი ხალიჩაზე გიორგი ნიშნიანიძე (57 კგ), ოთარ ბაგაური (70 კგ), ბაგრატ გაგნიძე (79 კგ) და ელგუჯა ბალანჩივაძე (97 კგ) გავიდნენ.
ნიშნიანიძემ პირველსავე წრეში წააგო უკრაინის ნაკრების წევრ კამილ კერიმოვთან (2:12). ბაგაურმა ევროპირველობა უკრაინელი ანდრეი ნუჰუმანოვის ძლევით (10:0) გახსნა და ჩემპიონატს მერვედფინალიდან გამოეთიშა, თურქ ომერ ფარუკ კაირთან მარცხით (5:8). გაგნიძემ და ბალანჩივაძემაც თითო შეხვედრა მოიგეს, ოღონდ მათ კონტინენტის პირველობაზე გამოსვლა მეოთხედფინალში დაასრულეს. გაგნიძემ ავსტრიელი ბენჯამინ გრეილი ჩამოიშორა (5:4) და ესტონელ ერიკ რეინბოკთან უშანსოდ წააგო (1:11). ბალანჩივაძემ სლოვაკ ვილიამ ოროსს 1:7 ჩამორჩენა შემოუტრიალა და 10:7 დაამარცხა, მაგრამ უნგრელ არტურ ვეგთან ვეღარას გახდა (0:10).
ოთხივე ქართველის მძლეველს თითო ნაბიჯი დააკლდა ფინალამდე.
ფინალური ბლოკის შეხვედრები ხვალ, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. იქამდე კი დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში: 61, 74, 86, 92 და 125 კილოგრამებში გამოვლინდებიან ფინალისტები. საქართველოს სახელით ევროკონკურენციაში დილიდან ჩაებმებიან: გოდერძი ძებისაშვილი (61 კგ), გოგა მამიაური (74 კგ), მირიან მაისურაძე (86 კგ), დავით ქოჩქიანი (92 კგ) და ვასილ ხვისტანი (125 კგ).


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:28 | 13.02.2015
che1905 (85)

200 კი არა თუ გინდა 500 იყოს 600 იყოს მე რა მენაღვლება ამ ჩემს აბრამოვიჩის ჯიბეს

15:10 | 09.07.2016
NGoLo KaNte (36472)

+

14:31 | 13.02.2015
TERRY 26 LAMPARD 8 (3422)

მეც მაგრად მკიდია რამდენი ექნება ხელფასი მთავარია გუნდისთვის ყველაფერი გაიღოს.

14:26 | 13.02.2015
TERRY 26 LAMPARD 8 (3422)

მიდი ედენ ლიგაზე პარიზელები უნდა წამოიხიო შენებურად, ლუიზი და სილვა უნდა შემოსტყორცნო ერთმანეთს.

15:11 | 09.07.2016
NGoLo KaNte (36472)

+

14:09 | 13.02.2015
xavi1987 (4225)

საშვალო მაჩვენებელი გამოდის 3 თამაშში 1 გოლი. ძაან დაბალი შედეგიანობაა. მაგრამ მისი პოზიციიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ არ უნდა იყოს ურიგო შედეგი

14:25 | 13.02.2015
TERRY 26 LAMPARD 8 (3422)

რომელ ჩემპიონატში თამაშობს ხომარგავიწყდება,ფეხბურთელის კლასი მარტო გოლებით არიზომება,ეს რომ ჩელსის არყავდეს არვიცი რაიქნებოდა.

0.070224