ფეხბურთი

0:15 | 8.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" დი ლორენცო დაიმატა

"ემპოლის" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ჯოვანი დი ლორენცო კარიერას "ნაპოლიში" გააგრძელებს. როგორც ნეაპოლელთა ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, 25 წლის იტალიელმა ახალ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა, თუმცა უცნობია თუ რამდენი ხნით დარჩება ახალ გუნდში მცველი. იტალიური მედიის ინფორმაციით, ფეხბურთელის ტრანსფერი "ნაპოლის" 9.5 მილიონი ევრო დაუჯდა.

ჯოვანი "ლუკეზეს" აკადემიის აღზრდილია და "ემპოლიში" 2017 წელს გადავიდა. იტალიელი გუნდს სერია A-ს საგზურის მოპოვებაში დაეხმარა, თუმცა "ემპოლი" მიმდინარე სეზონში იტალიის უმაღლესი ლიგიდა გავარდა. დი ლორენცომ "ემპოლის" მაისურით 74 მატჩი ჩაატარა და ექვსი გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115323