ჩოგბურთი

18:15 | 7.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი ფინალშია

როლან გაროსის ნახევარფინალში რაფაელ ნადალმა როჯერი ფედერრი 6:3, 6:4, 6:2 დაამარცხა. შეხვედრა 2 საათსა და 28 წუთს გაგრძელდა.


პირველ სეტში 3:2-ზე რაფას სასარგებლოდ ესპანელი ბრეიკს ასრულებს. მეორე პარტიაში 4:4-ზე როჯერი თავის ჩაწოდებას 40:0-ს იგებდა, თუმცა შვეიცარიელის შეცდომებმა, რაფას ბრეიკი შეასრულებინა, რა მომენტშიც თამაში ბედი ფაქტობრივად გადაწყდა.
ნადალმა როლან გაროსის ფინალში გასვლა კარიერაში 12-ედ მოახერხა. ფინალში ნადალი ჯოკოვიჩი-ტიმის გამარჯვებულს შეხვდება.
ურთიერთშეხვედრებში ნადალი ფედერერს 24:15-ს ამარცხებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113555