სხვა

17:03 | 7.06.2019 | ნანახია NaN - ჯერ

გოტფრიდს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ოქროს მედალი გადაეცა

საქართველოს ისტორიაში ძალოსნობაში პირველი ქალი მსოფლიო ჩემპიონი ანასტასია გოტფრიდი კიდევ ერთი ტიტულის მფლობელი გახდა. ძალოსანს 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი გადაეცა.

შეგახსენებთ, რომ ნორვეგიის ქალაქ ფიორდეში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი სომეხმა სპორტსმენმა ჰრიპსიმე ხურშუდიანმა მოიპოვა, თუმცა, ანტიდოპინგური წესების დარღვევის გამო, მას ჩემპიონის ტიტული ჩამოერთვა და ის მომდევნო სპორტსმენს ანუ ვერცხლის მედალოსანს, საქართველოს ნაკრების წევრს ანასტასია გოტფრიდს გადაეცა.
ხსენებულ ტურნირზე ხურშუდიანმა და გოტფრიდმა ატაცში ერთნაირი მაჩვენებელი (113 კგ.) დააფიქსირეს, აკვრაში კი სომეხმა ძალოსანმა ქართველს 1 კგ-ით აჯობა (137 კგ. – 136 კგ.) და შესაბამისად, ჯამური შედეგითაც იმავე სხვაობით გაუსწრო: 250 კგ. – 249 კგ.
ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის დღევანდელი გადაწყვეტილებით კი, ევროპის 2016 წლის ჩემპიონის ტიტულის მფლობელად გოტფრიდი გამოცხადდა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:03 | 02.08.2019
Gela Chitidze (218)

ანდრონიკაშვილი კარგი კალათბურთელი დადგება, მაგრამ არც ამ მწვრთნელებთან და არც 20-იანების მწვრთნელებთან თამაშით.

16:47 | 02.08.2019
qomagi (1575)

ამას ანტიკალათBურთიც აღAრ ჰქვია. არანაირი ტაქტიკა, ფანტაზია და სისწრაფე. აბსოლუტური ნული. სირცხვილია, სირცხვილი!!! ანდრონიკაშვილს აშკარად თავში აქვს ავარდნილი ეროვნულში გამოძახება. პასებს არ იძლევა გამთAმაშებელი, სად გაგონილა? ყველა გასაყრელია მწვრთნელებიან კალათბურთელებიანად!

0.061832