ჩოგბურთი

16:37 | 7.06.2019 | ნანახია 1581 - ჯერ

ფურცელაძე ისევ ფინალშია
წყვილთა ტურნირში გაგოშიძემ და ნაცვლიშვილმა იმარჯვეს

ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე მზიურის კორტებზე მიმდინარე ზედიზედ მეორე 18-წლამდელთა საერთაშორისო ტურნირის მოგებასთან ახლოს იმყოფება.

საბამ გასულ კვირას 5 გამარჯვება იზეიმა, ამჯერად კი, უკვე 4 შეხვედრა დაასრულა სათავისოდ. საინტერესოა, რომ ახალგაზრდა ქართველი ჩოგბურთელი პირველ წრეში მე-6 ნომრად განთესილ ყაზახ ბეკზატ უსიპბეკოვს გაეჯიბრა, რომელსაც წინა შეჯიბრზე ფინალში მოუგო.
ქართულ-ყაზახური დაპირისპირება ამჯერადაც დაძაბული გამოდგა და საბამ 6:7 (5:7), 7:5, 6:2 მოუგო. ფურცელაძემ მერვედფინალში თურქ გოკალპ აიარს 6:4, 6:2 სძლია, მეოთხედფინალში სომეხ არტურ სოღოიანს აჯობა – 7:6 (7:2), 6:2, ნახევარფინალში კი პირველი განთესვის მქონე რუსი ილარიონ დანილჩენკო დაჯაბნა – 6:0, 6:1.
გადამწყვეტ შეხვედრაში საბას მეტოქე მე-2 რეიტინგით მოთამაშე შვეიცარიელი ჟან მარკ მალკოვსკი იქნება.
ვთქვათ ისიც, რომ საწტის ეტაპზევე დაასრულეს ასპარეზობა ლაშა გიორგი კიკვიძემ, ბექა ვინსტონმა, დავიდ ტოტიკაშვილმა და გიორგი გიორგაძემ.
გოგონათა ტურნირის მეოთხედფინალში გასვლა მოახერხეს ნინო ნაცვლიშვილმა და თამარ გაგოშიძემ, ანი ზეიკიძე, სოფიკო ზეიკიძე, კატრინ ესაძე და ეკატერინე ჟორჟოლიანი კი მანამდე დამარცხდნენ.
ქართველმა ჩოგბურთელებმა გაცილებით წარმატებულად იასპარეზეს წყვილთა თანრიგში, სადაც პირველობა გაგოშიძემა და ნაცვლიშვილმა იზეიმეს.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:57 | 19.07.2016
forza lazio bamos real (147)

კარგი იქნება თუ ჰოფენჰაიმში გადავა ფოლანდის ადგილს დაიკავებს

11:18 | 19.07.2016
deqstera_best_7 (1964)

წამო დინამოში

12:42 | 19.07.2016
რაჭა (10043)

ისე, კარგი იქნებოდა DDDD

10:18 | 19.07.2016
iloreli (2516)

კუბა რომაში მინდა

0.064016
1581