სხვა

16:07 | 7.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნაკრების შემადგენლობა გამოცხადდა

ხელბურთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელებმა დაასახელეს შემადგენლობა IHF მსოფლიო ერთა ჩემპიონატისთვის, რომელიც ხვალ იწყება თბილისის სპორტის სასახლეში.

გუნდში 17 ხელბურთელია. აქედან თოთხმეტს დღეს საღამოს, ტექნიკურ მიტინგზე, შეიყვანენ ძირითად სიაში, ხოლო 3 სათადარიგო იქნება. შეჯიბრების მსვლელობისას მწვრთნელებს 3 ცვლილების უფლება აქვთ.

ნაკრებში ყველაზე უფროსია 38 წლის კაპიტანი, მეკარე შოთა თევზაძე, ხოლო ყველაზე უმცროსი - 17 წლის ნიკოლოზ კალანდაძე, რომელსაც ოფიციალურ ტურნირზე ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ექნება.

საქართველოს ნაკრები

GK: 22. შოთა თევზაძე (1981, 200 სმ, ფოჩანი, რუმ), 12. ზურაბ ცინცაძე (1996, 185, იმედი-სტუ თელავი), 16. გიგა ტორონჯაძე (1989, 190, BSB ბათუმი)

LW: 7. ხაზეინ რუსტამოვი (1998, 178, ქუთაისი), 2. ჯემალ იმნაძე (2001, 184, ქუთაისი)

LB: 8. ირაკლი ჩიქოვანი (1989, 198, კონსტანცა, რუმ) 14. თეიმურაზ ორჯონიკიძე (1996, 198, ფერენცვაროში, უნგ), 17. დავით ყორიაული (1998, 199, იმედი-სტუ თელავი)

CB: 10. ირაკლი კბილაშვილი (1998, 188, ოდესა, უკრ), 5. ნიკოლოზ კალანდაძე (2002, 197, პეგასი)

RB: 11. გიორგი ცხოვრებაძე (2001, 193, მონპელიე, საფ) 31. გიორგი დიხამინჯია (1997, 189, სტრუგა, მკდ)

RW: 23. რევაზ ჭანტურია (1982, 177, სტრუგა, მკდ), 23. ირაკლი გოგოლაძე (1996, 177, BSB ბათუმი), 19. გიორგი მერკვილაძე (1998, 183, ქუთაისი)

P : 20. ერეკლე არსენაშვილი (1998, 2000), 9. გიორგი მიქავა (1998, 196, იმედი-სტუ თელავი)

მთავარი მწვრთნელი: ნიკოლა მაქსიმოვიჩი (1978, სერბეთი), მწვრთნელი: ბექა ორჯონიკიძე (1972) ექიმი ჯუმბერ ყარყარაშვილი (1989)

ნაკრების მთავარი მწვრთნელია სერბი ნიკოლა მაქსიმოვიჩი, რომელსაც ეხმარება ბექა ორჯონიკიძე. გუნდთან კონსულტანტის რანგში მუშაობს ცნობილი სერბი მწვრთნელი დრაგან ჯუკიჩიც. ბოლო სეზონი ის წვრთნიდა რუმინეთის სახელოვან ქალთა კლუბს CSM ბუკურეშტის, რომელი 2016 წლის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. ჯუკიჩი მონაწილეობს საქართველოს ხელბურთის ფედერაციის განვითარების პროგრამაში, რომელიც გულისხმობს ეროვნულის გარდა ასაკობრივი ნაკრებებთან მუშაობას, ასევე საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობას.

ტურნირი ხვალ 10 საათზე გაიხსნება ჩინეთისა და კოლუმბიის მატჩით. 18 საათზე შეჯიბრების ოფიციალური გახსნაა, ხოლო შვიდის ნახევარზე საქართველო ნოგერიას ეთამაშება. ჯგუფური ეტაპის ყველა სხვა თამაშს ჩვენი გუნდი 18 საათზე გამართავს. სპორტის სასახლეში შესვლა თავისუფალია.

ჯგუფური ეტაპის შემდეგ 2-2 საუკეთესო გუნდი გავა ნახევარფინალში, რომელიც 15 ივნისსაა, ხოლო ჩემპიონი 16 ივნისს გამოვლინდება. ჩემპიონატის მონაწილე 12 გუნდიდან 6 ევროპულია. მათ შორის საუკეთესო შედეგის მქონე გავა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში.

ხელბურთი. IHF ერთა მსოფლიო ჩემპიონატი

8-16 ივნისი, 2019 - თბილისის სპორტის სასახლე

8 ივნისი

10:00 კოლუმბია - ჩინეთი

12:00 მალტა - ბულგარეთი

14:00 ინდოეთი - აზერბაიჯანი

16:00 კუბა - ბრიტანეთი

18:00 გახნის ცერემონიალი

18:30 ნიგერია - საქართველო

20:30 აშშ - ირლანდია

ივნისი

10:00 კოლუმბია - აზერბაიჯანი

12:00 ჩინეთი - კუბა

14:00 ბრიტანეთი - ინდოეთი

16:00 ბულგარეთი - აშშ

18:00 მალტა - საქართველო

20:00 ირლანდია - ნიგერია

10 ივნისი

10:00 აზერბაიჯანი - ბრიტანეთი

12:00 კოლუმბია - კუბა

14:00 ინდოეთი - ჩინეთი

16:00 აშშ - მალტა

18:00 საქართველო - ირლანდია

20:00 ნიგერია - ბულგარეთი

12 ივნისი

10:00 აზერბაიჯანი - კუბა

12:00 ბრიტანეთი - ჩინეთი

14:00 კოლუმბია - ინდოეთი

16:00 ირნალდია - ბულგარეთი

18:00 საქართველო - აშშ

20:00 მალტა - ნიგერია

13 ივნისი

10:00 ჩინეთი - აზერბაიჯანი

12:00 ბრიტანეთი - კოლუმბია

14:00 კუბა - ინდოეთი

16:00 ირლანდია - მალტა

18:00 ბულგარეთი - საქართველო

20:00 აშშ - ნიგერია

15 ივნისი, ნახევარფინალი

10:00 9-12: A5–B6

12:00 9-12: B5–A6

14:00 5-8 A3 – B4

16:00 5-8 B3 – A4

18:00 1-4 A1 – B2

20:00 1-4 B1 – A2

16 ივნისი, ფინალი

10:00 11-12

12:00 9-10

14:00 7-8

16:00 5-6

18:00 3-4

20:00 1-2

0.114351