ისტორია

10:23 | 7.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

7 ივნისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1970 - დაიბადა კაფუ (მარკუშ ევანგელისტა დე მორაეში). ბრაზილიის ნაკრების, “სან პაოლოს”, “ჟუვენტუდეს”, “სარაგოსას”, “პალმეირასის”, “რომას” (1997-2003), “მილანის” (2003-08) მცველი. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1994, 2002). ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც ზედიზედ სამი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ითამაშა (1994, 1998, 2002). 1997 და 1999 წლებში მოიგო კოპა ამერიკა. 1997 გახდა კონფედერაციათა თასის გამარჯვებული. ბრაზილიის ნაკრებში ჩაატარა 143 მატჩი, გაიტანა 5 გოლი. “სარაგოსას” რიგებში მოგებული აქვს თასების თასი. “მილანის” შემადგენლობაში დაეუფლა ჩემპიონთა ლიგის თასს (2007) და იმავე წელს გახდა მსოფლიო საკლუბო პირველობის გამარჯვებული. იტალიის ჩემპიონი გახდა “რომას” და “მილანის” რიგებში გამოსვლისას.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1898 - სლოვაკიის დედაქალაქ ბრატისლავას გარეუბან პეტრჟალკაში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “არტმედია”. 2005 წელს გუნდი გახდა სლოვაკიის ჩემპიონი და დაეუფლა ქვეყნის სუპერთასს. 2008 წელს გახდა სლოვაკიის ჩემპიონი. 2004 და 2008 წლებში მოიპოვა სლოვაკიის თასი. 2005-06 სეზონში იასპარეზა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.

1908 - ინგლისის ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა კონტინენტზე პირველი საერთაშორისო მატჩი ჩაატარა. ალბიონელებმა ვენაში ავსტრიის ნაკრებს 6:1 მოუგეს. ორი დღის შემდეგ ამავე გუნდებს შორის ჩატარებულ განმეორებით მატჩში, ინგლისელებმა კიდევ უფრო დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს 11:1.

1934 - იტალიის მსოფლიოს მეორე ჩემპიონატი ფეხბურთში. მატჩი მესამე ადგილისათვის. გერმანია-ავსტრია 3:2.

1962 - ჩილეს მეშვიდე მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთში. A ჯგუფი: იუგოსლავია _ კოლუმბია 5:0; B ჯგუფი: იტალია _ შვეიცარია 3:0; ჩ ჯგუფი: მექსიკა _ ჩეხოსლკოვაკი 3:1; D ჯგუფი: ინგლისი _ ბულგარეთი 0:0.

1970 - მექსიკის მეცხრე მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთში. A ჯგუფი: მექსიკა _ სალვადორი 4:0; B ჯგუფი: შვედეთი _ ისრაელი 1:1; ჩ ჯგუფი: ინგლისი _ ბრაზილია 0:1; D ჯგუფი: ბულგარეთი _ გფრ 2:5.

1978 - არგენტინის მეთერთმეტე მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთში. ჩ ჯგუფი: ავსტრია _ შვედეთი 1:0; ბრაზილია _ ესპანეთი 0:0; D ჯგუფი: შოტლანდია _ ირანი 1:1. ჰოლანდია _ პერუ 0:0.

1978 - ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფლეი-ოფის ფინალში “ვაშინგტონ ბულიტსმა” “სიეტლ სუპერსონიკსი” დაამარცხა და NBA-м რიგით 52-ე ჩემპიონი გახდა.

1980 - ჩოგბურთში საფრანგეთის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში ბიორნ ბორგმა ლიტვური წარმოშობის ამერიკელი მოთამაშე ვიტას გერულაიტისი 6:4, 6:1, 6:2 დაამარცხა და ტურნირის რიგით 50-ე ჩემპიონი გახდა.

1980 - ჯეფ ნორმანმა 50 კილომეტრზე რბენაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა (2:48.08).

1981 - ჩოგბურთში საფრანგეთის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში ბიორნ ბორგმა ჩეხი ივან ლენდლი 6:1, 4:6, 6:2, 3:6, 6:1 დაამარცხა და ტურნირის რიგით 51-ე ჩემპიონი გახდა.

1986 - მექსიკის მეცამეტე მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთში. D ჯგუფი: ესპანეთი _ ჩრდილოეთ ირლანდია 2:1; F ჯგუფი: პოლონეთი _ პორტუგალია 1:0.

1987 - რუსმა მძლეოსანმა Nნატალია ლისოვსკაიამ ბირთვის კვრაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა (22.63 მეტრი).

1989 - ლეგენდარული კანადელი ჰოკეისტი უეინ გრეცკი ათი სეზონის განმავლობაში მეცხრედ აირჩიეს ჰოკეის ეროვნული ლიგის საუკეთესო მოთამაშედ.

1991 - დაარსდა საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია. მისი პირველი პრეზიდენტი გურამ მირიანაშვილი იყო. საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია 1993 წლიდან ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციისა (IთF)და ევროპის ჩოგბურთის ასოციაციის (EთA) წევრია.

1992 - ჩოგბურთში საფრანგეთის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში ამერიკელმა ჯიმ კურიემ ჩეხი პეტერ კოდრა 7:5, 6:2, 6:1 დაამარცხა და ტურნირის რიგით 62-ე ჩემპიონი გახდა.

1995 - საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში, კარდიფში, უელსის ნაკრებს 1:0 მოუგო. ნევილ საუთჰოლის კარში გოლი გიორგი ქინქლაძემ გაიტანა. კარდიფის “არმზ პარკზე” თამაშს 12 ათასი მაყურებელი დაესწრო. საქართველო: დევაძე, ბერაძე, ცხადაძე (კაპიტანი), შელია, ჩიხრაძე, გოგიჩაიშვილი, ინალიშვილი, ყაველაშვილი (ცქიტიშვილი), ქეცბაია, ქინქლაძე, შოთა არველაძე (კილასონია). მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე

1997 - საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში, ბათუმში მოლდოვას გუნდს 2:0 მოუგო. გოლები შოთა არველაძემ და გიორგი ქინქლაძემ (პენალტით) გაიტანეს. ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე თამაშს 12 ათასი მაყურებელი დაესწრო. საქართველო: ზოიძე, ლობჟანიძე, ცხადაძე (კაპიტანი), კობიაშვილი, ჩიხრაძე, გოგიჩაიშვილი, ნემსაძე (არჩილ არველაძე), ჯამარაული (კიკნაძე), ქეცბაია (ზაზა ჯანაშია), ქინქლაძე, შოთა არველაძე. მწვრთნელი: დავით ყიფიანი

1997 - ჩოგბურთში საფრანგეთის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში სერბმა ივა მაიოლიმ შვეიცარიელი მარტინა ჰინგისი 6:4, 6:2 დაამარცხა და ტურნირის რიგით 67-ე ჩემპიონი გახდა.

1997 - ჰოკეის ეროვნული ლიგის ფლეი-ოფში “დეტროიტ რედ უინგზმა” “ფილადელფია ფლაიერზი” დაამარცხა და სტენლის თასი მოიპოვა.

2002 - მსოფლიოს მე-17-ე ჩემპიონატი ფეხბურთში (სამხრეთ კორეა-იაპონია). F ჯგუფი: შვედეთი _ ნიგერია 2:1; არგენტინა _ ინგლისი 0:1.

2005 - საქართველოს ნაკრების ფორვარდმა, შოთა არველაძემ ჰოლანდიურ “ალკმაართან” ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამ კლუბში არველაძემ ჰოლანდიის ჩემპიონატის მატჩებში 23 გოლი გაიტანა.

2006 - საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წარმომადგენელი, მანუჩარ მარკოიშვილი, “ოლიმპიას” შემადგენლობაში სლოვენიის ჩემპიონი გახდა.

2008 - ავსტრია-შვეიცარიის ევროპის პირველობაზე A ჯგუფში ჩეხიამ შვეიცარიას 1:0, პორტუგალიამ კი თურქეთს 2:0 მოუგო.

2009 - ჩოგბურთში საფრანგეთის ღია პირველობის ფინალში შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა შვედ რობინ სოდერლინგს 6:1, 7:6, 6:4 მოუგო და პირველად მოიგო როლან გაროს ტურნირი. ამ გამარჯვებით ფედერერი დიდი სლემის ტურნირთა მოგების რაოდენობით (14) ამერიკელ პიტ სამპრასს გაუთანაბრდა და მეექვსე ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც ოთხივე სადიდსლემო შეჯიბრება მოიგო.

2010 - რუსეთის საკალათბურთო ჩემპიონი ზედიზედ მერვედ მოსკოვის ცსკა გახდა.

ამ დღეს დაიბადნენ

1922 - როკი გრაციანო. ლეგენდარული ამერიკელი მოკრივე. ჰქონდა ძალიან ძლიერი დარტყმა, რისი წყალობითაც 52 ორთაბრძოლა ნოკაუტით აქვს მოგებული. ავტორიტეტულმა გამოცემა “რინგ მეგეზინმა” მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესი მოკრივეთა შორის 23-ე ადგილზე დააყენა.

1926 - კარლო გაგნიძე. თბილისის “დინამოს” ფეხბურთელი. 1951 და 1953 წლებში მოიპოვა საკავშირო ჩემპიონატების ვერცხლის მედალი. უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 186 მატჩი, გაიტანა 37 გოლი.

1929 - ანტონი კარბახალი (ანტონიო ფელიქს კარბახალ როდრიგესი). მექსიკელი მეკარე. ზედიზედ 5 მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე (1950, 1954, 1958, 1962, 1966). მექსიკის ნაკრებში ჩაატარა 48 მატჩი (გაუშვა 61 ბურთი). 1952 და 1956 წლებში გახდა მექსიკის ჩემპიონი, 1958 და 1967 წლებში მოიპოვა ქვეყნის თასი. მექსიკის უპირველეს საფეხბურთო დივიზიონში ჩაატარა 409 მატჩი, გაუტანეს 523 გოლი.

1930 - ჰიდერალდო ბელინი. ბრაზილიის ნაკრების, “ვასკო და გამას”, “სან პაულუს”, “ატლეტიკო პარანაენსეს” ცენტრალური მცველი. მსოფლიოს 1958 და 1962 წლების ჩემპიონი. 1958 წლის მუნდიალზე იყო ბრაზილიელთა კაპიტანი. 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე. ბრაზილიის ნაკრებში ჩაატარა 51 მატჩი. ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრალურ მცველად.

1939 - ანზორ ექსეულიძე. ქართველი ხელბურთელი. 1958-75 წლებში იცავდა თბილისის “ბურევესტნიკის” ღირსებას. საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი (1962, 1964). 1965, 1966, 1967 წლებში ფლობდა საკავშირო პირველობათა ვერცხლის, ხოლო 1963 წელს ბრინჯაოს მედლებს. 1967 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე. საბჭოთა კავშირის ნაკრებში (1965-67) ჩატარებული აქვს 14 მატჩი, გაიტანა 13 გოლი. ანზორ ექსეულიძე 2001 წელს გარდაიცვალა.

1948 - თემურ ბენდიაშვილი. ქართველი რაგბისტი. თამაშობდა თბილისის “ლოკომოტივსა” და სსრკ ნაკრებში. სსრკ ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1972). 1976 წლიდან გუნდის მოთამაშე მწვრთნელი იყო. მისი ხელმძღვანელობით “ლოკომოტივი” სსრკ ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1978) და თასის მფლობელი (1978), საქართველოს 5-გზის ჩემპიონი (1994, 1994, 2000, 2001, 2003) და ოთხგზის თასის მფლობელი (1992, 2000, 2003, 2004) გახდა. 1991-1993 წლებში იყო საქართველოს ნაკრების მწვრთნელი.

1970 - კაფუ (მარკუშ ევანგელისტა დე მორაეში). ბრაზილიის ნაკრების, “სან პაოლოს”, “ჟუვენტუდეს”, “სარაგოსას”, “პალმეირასის”, “რომას” (1997-2003), “მილანის” (2003-08) მცველი. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1994, 2002). ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც ზედიზედ სამი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ითამაშა (1994, 1998, 2002). 1997 და 1999 წლებში მოიგო კოპა ამერიკა. 1997 გახდა კონფედერაციათა თასის გამარჯვებული. ბრაზილიის ნაკრებში ჩაატარა 143 მატჩი, გაიტანა 5 გოლი. “სარაგოსას” რიგებში მოგებული აქვს თასების თასი. “მილანის” შემადგენლობაში დაეუფლა ჩემპიონთა ლიგის თასს (2007) და იმავე წელს გახდა მსოფლიო საკლუბო პირველობის გამარჯვებული. იტალიის ჩემპიონი გახდა “რომას” და “მილანის” რიგებში გამოსვლისას.

1975 - ალენ აივერსონი. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე. “ფილადელფია 76”-ის (1996-2006, 2009 წლიდან), “დენვერ ნაგითსის” (2006-08), “დეტროიტ პისტონზის” (2008-09), “ფოლადელფიას” (2009-2010), სტამბოლის “ბეშიქთაშის” მსროლელი (183 სმ). ათენის 2004 წლის ოლიმპიური ბრინჯაოს პრიზიორი. თერთმეტჯერ იასპარეზა ნბა-ს “ყველა ვარსკვლავის” მატჩში. ალენ აივერსონი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ერთ მატჩში საშუალოდ 27 ქულას აგროვებდა.

1981 - ანა კურნიკოვა. სექს-სიმბოლოდ მიჩნეული რუსი ჩოგბურთელი.

0.131811