ერთა ლიგის ისტორიაში პირველი ფინალური წყვილი ცნობილია: პორტუგალია - ჰოლანდია. ლუზიტანელებმა გუშინ გაიფორმეს გადამწყვეტი მატჩის საგზური, დღეს კი გიმარაეშში ჰოლანდიამ ინგლისს აჯობა და უეფას ახალ ტურნირზე ტრიუმფისთვის ემზადება.
მატჩი კი დრამატული გამოდგა და ერთა ლიგის ისტორიაში პირველი თამაში გამოდგა, რომელიც 90 წუთზე დიდხანს გაგრძელდა. 32-ე წუთზე მატის დე ლიხტი შეცდა, მარკუს რაშოფრდი წააქცია და პენალტი დაინიშნა, რომელიც დაზარალებულმა ზუსტად შეასრულა. მეორე ნახევრის დასაწყისში ჯეიდონ სანჩოს დიდებული შანსი ჰქონდა, მაგრამ გაანიავა და ამის შემდეგ ჰოლანდიამ თამაშის სადავეები ხელთ იგდო. 73-ე წუთზე დე ლიხტმა შეცდომა სრულად გამოისყიდა და მემფის დეპაის კუთხურის შემდეგ მეორე სართულიდან ბრწყინვალედ დაარტყა - 1:1.
ძირითად დროში მიუხედავად იმისა, რომ გოლის გატანის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, ანგარიში აღარ შეცვლილა. ისე, ჯესი ლინგარდმა გაიტანა კიდეც, მაგრამ ვიდეორეფერის მეშვეობით გოლი გაუქმდა - თამაშგარე მდგომარეობის გამო.
დამატებით დროში კი ფეხბურთს მხოლოდ ჰოლანდია თამაშობდა და დამსახურებულად მოიგო. ნიშანდობლივია ისიც, რომ ინგლისელებიც დაემხარნენ მეტოქეს და ორივე გოლი შეიძლება ითქვას აჩუქეს. დაცვაში საშინელ გარჯას ჯერ კაილი უოლკერის ავტოგოლი მოჰყვა, ხოლო წერტილი შეხვედრას ქვინსი პრომესმა დაუსვა.
შედეგად, მესამე ადგილისთვის გიმარაეშში ინგლისი შვეიცარიას დაუპირისპირდება, ხოლო ერთა ლიგის პირველი ტრიუმფატორი პორტუში, პორტუგალიისა და ჰოლანდიის ნაკრებთა მატჩში გაირკვევა. ორივე შეხვედრა 9 ივნისს გაიმართება.
ჰოლანდია - ინგლისი 3:1 დ.დ (0:1) VIDEO
გოლები: 0:1 რაშფორდი (32, პენ), 1:1 დელიხტი (73), 2:1 უოლკერი (97, ა.გ), 3:1 პრომესი (114)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ძალიან მიხარია ჰოლანდიის წარმატება ძალიან.არამარტო ვეინალდუმი ვან დეიკის გამო.ჰოლანდია იმედია დააამარცხებს კრიშტიანუს პორტუგალიას ამის იმედი მაქ ვან დეიკმა სანაკრებო თAსიც უნდა მოიგოს და ევროპის ჩემპიონატზე ნაადრევად გავიდეს
მოიგებს...აი ნახავ...მე საერთოდ ჰოლანდია-შვეიცარია მეგონა ფინალი...ნუ კრისტინა მაგარია რა ეგ ოხერი..ეგ რომ არ დაბრუნებულიყო ნაკრებში შვეიცარია მოიგებდა, თან ადვილად
როგორც იქნა დაბრუნდა ჩემი ჰოლანდია ვიცოდი რომ ინგლისს მოუგებდნენ ეგ კი არა დე ლიგტმა პენალი რომ აიკიდა ტოტალიზატორში მინდოდა დაწერა რომ შემდეგ გოლს დე ლიგტი გაიტანდა მაგრამ საიტმა გამიჭედა. ისე პორტუგალიასთან არა მგონია მოიგონ რადგან პორტუგალია სახლში თამაშობს, თან ოფიციალურ მატჩებში ჰოლანდიისთვის უხერხული მეტოქეა და რაც მთავარია ჰოლანდიის სენია ფინალების წაგება
ძალიან ლამაზი თამაში იქნება