ჭადრაკი

22:12 | 6.06.2019 | ნანახია 1682 - ჯერ

ძაგნიძე ისევ დამარცხდა

ქართველი მოჭადრაკე ნანა ძაგნიძე (2510) რუსეთის ქალაქ ყაზანში მიმდინარე პრეტენდენტთა ტურნირის 4 ტურის თავზე ერთპიროვნული ლიდერი გახლდათ, უკანასკნელ ორ ტურში კი მარცხი განიცადა და სიტუაცია გაირთულა.

მე-6 ტურში ძაგნიძემ თეთრი ფიგურებით ლიდერ ალეკსანდრა გორიაჩკინასთან (2522) წააგო და მას კიდევ უფრო ჩამორჩა. გორიაჩკინა 5.0 ქულით ლიდერობს, ძაგნიძე და კიდევ ერთი რუსი ეკატერინა ლაჰნო (2544) კი, 3.5-3.5 ქულით მეორე-მესამე პოზიციებს ინაწილებენ.
საინტერესოა, რომ გასულ ტურში ყაიმით არცერთი პარტია დასრულებულა. ლაჰნომ შავი ფიგურებით ტან ჩჟუნი (ჩინეთი, 2513) დაამარცხა, ანა მუზიჩუკმა (უკრაინა, 2539) თეთრებით ვალენტინა გუნინას (რუსეთი, 2506) მოუგო, მარია მუზიჩუკმა (უკრაინა, 2563) კი – ალეკსანდრა კოსტენიუკს (რუსეთი, 2546).
ხვალ, ყაზანში დასვენების დღეა, მე-7 ტურის პარტიები კი 8 ივნისს ჩატარდება და შემდეგ წყვილებს ვიხილავთ: კოსტენიუკი – ა.მუზიჩუკი, გორიაჩკინა – მ.მუზიჩუკი, ლაჰნო-ძაგნიძე, გუნინა – ჩჟუნი.
შეგახსენებთ, რომ პლანეტის 8 უძლიერესი ქალი ერთმანეთს ორ წრედ ეჯიბრება, ხოლო გამარჯვებული მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ცზიუ ვენცზიუნთან (ჩინეთი) მატჩში თამაშის უფლებას მოიპოვებს.
ასპარეზობის საპრიზო ფონდი 200 000 ევროს შეადგენს, დარჩენილი სათამაშო დღეები კი ასეა გაწერილი: 8-10, 12-14 და 16-17 ივნისი; ტაი-ბრეიკი 18 ივნისს გაიმართება; თამაშის დასაწყისი თბილისის დროით – 16:00 საათი.


კომენტარები (24)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:39 | 19.03.2016
BEERTRANCE (97819)

იტალიას ფამოუღებელი შესცოცრა უელსმა

21:10 | 19.03.2016
ბიძა შენი (47)

დიდი მადლობა ბიჭებს, დიდი მადლობა მელიტონ ძიას, ძალიან ძალიან თამაში იყო! ცალკე მადლობა ლაშა ლომიძეს, მგონი შარშანწინ გამოჩნდა და დიდი და ბევრი ვერაფერი გამოსდიოდა, დღეს კი ვხედავთ რეებს აკეთებს, აი ესე უნდა მომატება ძალაში და კლასში.

20:57 | 19.03.2016
test (113)

იტალიას თუ შეგვახვედრეს, ნახეთ მაგათი ბუქსირით ქაჩვა )) უეჭველი ისევ იმ დეგენერატ მსაჯს დანიშნავენ ნამიბიასთან რომ იყო სახელიც არ მახსოვს)) მაგრამ მემგონი ჯერ იტალიას მაგრად მოუჭერენ რომ არ გვანახონ, ან კალენდარს "გაგვიჩალიჩებენ" ცუდს, არ ვიცი მოკლედ მგონია რომ კარგა ხანს დაგვიმალავენ ან თავს მოიკლავენ რომ არ მოვიგოთ, მოკლედ მაგრად მინდა, იტალიას შეგვახვედრონ ) რომ კაკალი ვამტვერევინოთ თავად მოგეხსენებათ რითიც ) ხოოდა კიდევ მე მიმაჩნია რომ ექვს ერზე არანაირი პლეიოფის სისტემა არ უნდა დანერგონ იმიტომ რომ რუმინეთზე როგორც მინიმუმ ერთი თავით მაღლა მაინც ვდგავართ, ფაქტია. უნდა დაგვამატონ მეშვიდედ. რავიცი მემგონი ასე უფრო სამართლიანი იქნებოდა რომ მოგვეთხვა ))

19:18 | 19.03.2016
Z U R A (18341)

უელსი აბახებს სირიკო იტალიას იმედია 100 ქულამდე ავლენ უელსელები

19:16 | 19.03.2016
maxo_65 (5844)

ხნავენ იტალიას 29-0 I ტაიმში

19:16 | 19.03.2016
maxo_65 (5844)

27-0

19:14 | 19.03.2016
maxo_65 (5844)

გერმანია ესპანეთ 17-17

19:00 | 19.03.2016
metrostar (1954)

დღეს რუმინეთის მაგივრად იტალია რომ ყოფილიყო, ეჭვიც არ მეპარება რომ ამ თამაშით მოვუგებდით!!!

19:02 | 19.03.2016
Z U R A (18341)

იმედია შეგვახვედრებენ და იტალიიის სირ კაპიტანს თავბედს ვაწყევლინებთ უაზრო განცხადებებისთვის...

19:10 | 19.03.2016
metrostar (1954)

დარწმუნებული ვარ ყველაფერს გააკეთებენ იტალიელები რომ არ შეგვხვდნენ, მითუმეტეს თბილისში

19:15 | 19.03.2016
Z U R A (18341)

კი მაქსიმალურად აგვარიდებენ თავს და არც დაუშვებენ მაგას დარწმუნებული ვარ... აი რო შეგვხვდენ და ჩავუდოთ მერე თავს ვეღარ გაიმართლებენ ვერაფრით... არადა მეტი რაღა უნდა ვქნათ რომ უფრო მაღალ დონეზე გვათამაშონ??

18:59 | 19.03.2016
Z U R A (18341)

გორგოძე რატო აღარაა კაპიტანი?

20:36 | 19.03.2016
nodari_arsenal (206)

ამ ტურნირზე შალვა სუთიაშვილი იყო კაპიტანი და ამიტომ ბოლომდე შალვამ უკაპიტნა გუნდს

18:54 | 19.03.2016
Z U R A (18341)

ყოჩაღ ბიჭებს ძალიან მაგარი თამაში იყო... ჰეიგი ძაან მაგარი მწვრთნელია მის ხელში ძალიან დიდი პროგრესი აქვს ნაკრებს,ახალგაზრდებმაც და დიდებმაც ძალიან დაჩაგრეს რუმინეთი... იტალიასთან ამხანაგური მაინც დაგვინიშნონ და ყველა დაინახავს რა შეგვიძლია და ვართ თუ არა 6 ერისთვის მზად...

18:55 | 19.03.2016
M.U2015 (19400)

რამდენიხანია ვამბობდი რო იტალიას ვჯობივართ

18:57 | 19.03.2016
Z U R A (18341)

არ ვიცი მუ ვჯობივართ თუ არა მაგრამ ხომ უნდა შეგვახვედრონ ამხანაგურის დონეზე მაინც? მაგრად გამიტყდა მსოფლიოზე რომ არ გადაგვეყარნენ... თუ არ შევყავართ ამ 6 ერში რამე სხვა ჩემპიონატში მაინც გადაგვიყვანონ შეხედე უკვე სიძლიერით მეორე გუნდს რას ვუშვრებით... უფრო ძლიერ გუნდებთან თამაში გვჭირდება რეგულარულად...

19:10 | 19.03.2016
M.U2015 (19400)

გინდ აზიურ გუნდების ჩემპიონტში რო ვითამაშოთ კაია

18:50 | 19.03.2016
metrostar (1954)

შეიძლება ცოტა ზედმეტი ემოციების ქვეშ ვარ, მაგრამ მგონია ასეთი მაღალი დონის რაგბი ჩვენ არასოდეს გვითამაშია!!!! გილოცავთ ყველას!!!! საოცრად მაგარი თამაში ვაჩვენეთ, ასეთი სისწრაფეები, ასეთი ხელდახელ სწორი თამაში ასეთ სისწრაფეზე მე ვერ ვიხსენებ!თან ატმოსფერო, ამდენი ხალხი..... არ შემიძლია არ ავღნიშნო რომ ლობჟანიძე ნამდვილად მსოფლიოს ამომავალი ვარსკვლავია და მაგრა გამახარა ფრუიძემ!!! ძალიან მაგარი თამაში ჩაატარა! ყოჩაღ ყველას!!!!

18:45 | 19.03.2016
M.U2015 (19400)

წვრთნელი ძაან მაგარი გვყავს პროსტა გუნდი პროგრესირებს კი არ იგებს მარტო არამედ იგებს და პროგრესირებს

18:44 | 19.03.2016
M.U2015 (19400)

38-9) გილოცავთ

18:43 | 19.03.2016
stoikovich (5984)

გადაუარეს რუმინეთს

18:23 | 19.03.2016
M.U2015 (19400)

გენაცვალეთ სულ გვახარებენ როგორც ჩვენი ფეხბურთელები

18:21 | 19.03.2016
stoikovich (5984)

ესეც მეხუთე!

18:21 | 19.03.2016
/. . . . . . . . . . . . . . ./ჴაატა II (6294)

ყოჩაღ ბორჯღალოსნებს 31-9.

18:21 | 19.03.2016
/. . . . . . . . . . . . . . ./ჴაატა II (6294)

61 წუთი.

18:03 | 19.03.2016
/. . . . . . . . . . . . . . ./ჴაატა II (6294)

ბრავო ბოლჯღალოსნები!

17:55 | 19.03.2016
irakli75 (1252)

ჟვანია რატომ არაა?

17:55 | 19.03.2016
Somelio (806)

გერმანია - ესპანეთი 6-6 იყო 1წუთის წინ... პორტები ხომ არ გავარდებიან ნეტავ?

17:52 | 19.03.2016
dinamo222 (8587)

კარგი ლელოები დავდეთ მაგრამ ასე წამდაუწუმ აბრაგანების აწევაც არ შეიძლება თანაც მოუმზადებლად როცა გარემარბებს სიჩქარე არ აქვთ აკრეფილი და ბურთს ვჩუქნით მეტოქეს !

17:20 | 19.03.2016
ფლიპი (2755)

ცოტა ბევრს ხო არ აცელს კვირი?

17:19 | 19.03.2016
/. . . . . . . . . . . . . . ./ჴაატა II (6294)

ხმალაძე პროფესორ.

17:03 | 19.03.2016
/. . . . . . . . . . . . . . ./ჴაატა II (6294)

ყოჩაღ, არის ლელო!

17:00 | 19.03.2016
/. . . . . . . . . . . . . . ./ჴაატა II (6294)

აბა მიდი!

0.064004
1682