ფეხბურთი

21:45 | 6.06.2019 | ნანახია 417 - ჯერ

პაატა ღუდუშაურის დედა: "ჩემი შვილი გიორგი გეთიაშვილისა და ნიკოლოზ მაისურაძის მხრიდან ზეწოლის მსხვერპლია"

სადისციპლინო კომიტეტს აბსოლუტურად არ შეუსწავლია საქმის მასალები. გონივრული ეჭვი მაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება წინასწარ ჰქონდათ მიღებული და უბრალოდ ფორმალურად ჩაატარეს კომიტეტის სხდომა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ვიტ ჯორჯიას“ ფეხბურთელის პაატა ღუდუშაურის დედამ ხათუნა მწითურმა განუცხადა. ამით იგი გამოეხმაურა ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებას ხუთი ფეხბურთელისთვის საფეხბურთო საქმიანობის სამუდამოდ აკრძალვის შესახებ.

როგორც ხათუნა მწითური ყვება, საქმის მასალებით მტკიცდება, რომ მისი შვილი პაატა ღუდუშაური საკუთარი თანაგუნდელების - გიორგი გეთიაშვილისა და ნიკოლოზ მაისურაძის - მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლია. მისივე ინფორმაციით, ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის სხდომაზე გეთიაშვილმა და მაისურაძემ მის შვილზე ზეგავლენის ფაქტები დაადასტურეს. როგორც ხათუნა მწითური აღნიშნავს, ის ფედერაციის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს და სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებს.

„ძალიან უსამართლოა, ძალიან გულდაწყვეტილი ვარ. სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ ველოდი ასეთ გადაწყვეტილებას. ისე გამოვიდა, რომ უსაფრთხოების სამსახური და პროკურატურა უფრო გულშემატკივრობს პაატა ღუდუშაურს, ვიდრე მისი ოჯახი - ფეხბურთის ფედერაცია. ეს არის ძალიან დიდი საქმე, რომელსაც ჩემს ადვოკატთან ერთად 3 დღის განმავლობაში შევისწავლიდი. არ გამიკეთებია არცერთი საჯარო განცხადება, სანამ საქმის მასალებს ბოლომდე არ გავეცნობოდი, რომ მე მორალური უფლება მქონოდა, პაატაზე საერთოდ რამე მეთქვა. აღმოჩნდა, რომ ეს ბავშვი თავისი თანაგუნდელების მხრიდან მორალური წნეხის და ზეწოლის მსხვერპლია.

კომიტეტის სხდომაზე მე სიტყვით გამოვედი. ალბათ, იმ ჩანაწერებს არ წაშლიან, სადაც ასახულია, რომ პაატას თანაგუნდელებს, ფაქტობრივად აღიარებითი ჩვენება ვათქმევინე, რადგან პაატა მათი მხრიდან ფსიქოლოგიური ზეგავლენისა და მორალური წნეხის ქვეშ იყო მოქცეული. სხდომაზე გიორგი გეთიაშვილს ვკითხე, მართალია თუ არა, რომ ის პაატას ტელეფონზე ურეკავდა და ეუბნებოდა, რომ თუ არ დაეხმარებოდა, თავს ჩამოიხრჩობდა, რაზეც გეთიაშვილმა განაცხადა, რომ მართალია. ასევე, საქმის მასალებით მტკიცდება, რომ ნიკოლოზ მაისურაძეც ძალიან ხშირად ურეკავდა პაატას და ეუბნებოდა, რომ სადღაც ბინაში უნდა ავიდეს, რომ თუ ასე არ მოიქცეოდა, ამით ფაქტობრივად ყველას გაწირავდა. ანუ ადვილად მოწყვლადი და ემოციური ბავშვი შეარჩიეს იმიტომ, რომ ეს იმ თამაშებში სასურველი შედეგის დადებაში სავარაუდოდ, ხელს შეუშლიდა,“ - განაცხადა ხათუნა მწითურმა.

პაატა ღუდუშაურის დედის განცხადებით, სადისციპლინო კომიტეტის წევრებს საქმის მასალების გაცნობის სურვილი და ინტერესი არ ჰქონიათ. მწითური კომიტეტის სხდომის ვიდეო- ჩანაწერის გასაჯაროვებას ითხოვს, სადაც ის სიტყვით გამოვიდა. მისი თქმით, აღნიშნულ ჩანაწერში ჩანს, გეთიაშვილისა და მაისურაძის აღიარება პაატა ღუდუშაურზე ფსიქოლოგიურ ზეწოლასთან დაკავშირებით.

„პაატა, ფაქტობრივად, გიორგი გეთიაშვილისა და ნიკოლოზ მაისურაძის გაზრდილია. ზეწოლის ბრალი იყო თუ წნეხის, პაატა მაინც აღმოჩნდა იმ მხარეს, სადაც არ იყო სიმართლე. შესაბამისად, მე თავად მოვითხოვე კომისიის სხდომაზე, რომ პაატა ადეკვატურად დასჯილიყო, იქნებოდა ეს 6 თვით თუ 9 თვით საქმიანობის შეჩერება.

საქმე იმაშია, რომ ეჭვიც არ მეპარება, რომ ფეხბურთის ფედერაციამ არ შეისწავლა საქმის მთელი მტკიცებულებები. გარდა ამისა, კომიტეტის სხდომაზე დავინტერესდი, რატომ არ იყო დაბარებული საქმის უშუალო მწარმოებელი, სუს-ის თანამშრომელი ბატონი დავითი. მას რატომ არ მოუსმინეს? აშკარა იყო, რომ კომიტეტის წევრები საქმის მასალებს არ იყვნენ გაცნობილი, არც ინტერესი ჰქონდათ. გონივრული ეჭვი მაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება წინასწარ ჰქონდათ მიღებული და უბრალოდ ფორმალურად ჩაატარეს კომიტეტის სხდომა.

შეიძლება სენსაციურ განცხადებას ვაკეთებ, მაგრამ ძალიან მადლობელი ვარ უსაფრთხოების სამსახურის. ისინი ვერაფერს ვერ იზამდნენ, მათი მოვალეობა იყო. ფეხბურთის ფედერაციამ და ლევან კობიაშვილმა კი გული დამწყვიტა. მე კობიაშვილის კარგი გადაწყვეტილებებიც მინახავს და ნამდვილად არ ველოდი, რომ ასე გაიმეტებდა მის მიერ დასაცავ, საკუთარი ოჯახის წევრ ბავშვებს. მოხევე კაცს ეგ არ შეეფერება, არ ეკადრებოდა,“ - განაცხადა ხათუნა მწითურმა.

ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა მატჩების გარიგების საქმის გამო, თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ ხუთ მოთამაშეს - გიორგი გეთიაშვილს, ჯონი შეროზიას, ნიკოლოზ მაისურაძეს, ნოდარ კიკნაველიძესა და პაატა ღუდუშაურს საფეხბურთო საქმიანობა სამუდამოდ აუკრძალა, ხოლო თავად კლუბს ექვსი ქულა დააკლდა და 50 ათასი ლარით დაჯარიმდა. აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანი საქმეზე ბრალდებულია, თუმცა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს საფუძველზე გათავისუფლდნენ.

www.ipn.ge


კომენტარები (18)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:37 | 03.04.2014
dato.nanava (2529)

წარმატებები!

17:37 | 03.04.2014
dato.nanava (2529)

კარგი მოთმაშეა

09:32 | 03.04.2014
gionat (2245)

როგორც დინამოს გულშემატკივარი ზესტაფონს წარმატებებს ვუსურვებ, ძლიერი ზესტაფონი ძლიერ დინამოს ნიშნავს

08:53 | 03.04.2014
vasilich (1440)

tornike_qochlaa (5351)
საერთოდ ეს სიტყვა "ზუსთათ" ცოტა სხვანაირად იწერება წესით, ეს აინს

და კიდევ ცვაიც - შენ თუ ფლაგმანობას ჩიხურას, ლანჩხუთს, ცხინვალს, ვანსა და ბაღდათს შორის ამაყად ცურვას ეძახი, ეგ შენი საქმეა. სულ ამაყად გეცუროს მაგათ შორის

პირადად მე 0-8-ს რომ ვინმესთან აყირავდება გუნდი, იმას ფლაგმანად ვერა, მარა სამაშველო შლიუპკად ან ჰა-ჰა ბარკასად წარმოვიდგეგ მაქსიმუმ

23:44 | 02.04.2014
dinamotb1925 (1350)

რავი მე დიდად არ მომწონს ამის თამაში საქართველოს ჩემპიონატისთვის კარგი მცველია მაგრამ საევროპოდ ეჭვი მეპარება თომაშვილი გველესიანი რეხვიაშვილი ხიდეშელი ოთხივე მირჩევნია

ჩემპიონატიდან მცველებიდან ერთადერთი ვინც მინდა თომაშვილია დანარჩენი ვერ გაგვაძლიერებს ვერავინ

23:45 | 02.04.2014
dinamotb1925 (1350)

პირველი წრის მატჩში ამის შეცდომით გავუტანეთ მეორე გოლი ბოლო წუთზე ზესტაფონში

22:46 | 02.04.2014
fero (15151)

რა დღეშიცაა ქართული ფეხბურთი ისეთივე ფლაგმანი გვყავს! სამწუხაროდ! გარდასრულ დღეთა დიდებანი!

22:44 | 02.04.2014
fero (15151)

რენე სერიოზული ფეხბურთელია! და გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა არის!

22:42 | 02.04.2014
fero (15151)

თავისუფლება მუ ს!

22:09 | 02.04.2014
vasilich (1440)

საქართველოს დაჟე ფლაგმანიც ყავს?

22:14 | 02.04.2014
tornike_qochlaa (5528)

კი 2004 წელს შენი გუნდი რო შეიქმნა მაშინ თამაშობდა უეფას ჯგუფურზე ზუსთათ ))

08:55 | 03.04.2014
vasilich (1440)

კი, 2004 წელს შეიქმნა და არავის ისტორია ნაღდად არ მიუთვისებია და ვინმეს წარმატება არ დაუბრალებია!

22:13 | 02.04.2014
tornike_qochlaa (5528)

კი 2004 წელს შენი გუნდი რო შეიქ

22:01 | 02.04.2014
Kala94 (6114)

წარმატებები რენეს !

21:35 | 02.04.2014
Swaggy P (1309)

ძალიან მაგარი ფეხბურთელია )) ასეთი ლეგიონერები რო მოყავთ მაგრად მიხარია )) ის სერბი კაი ნახევარმცველი რო ყავდათ და დამტვრეული იყო გუნდშია ისევ თუ წავიდა?

21:23 | 02.04.2014
tornike_qochlaa (5528)

წარმატებები თუ გაქაჩავ საქართველოს ფლანგმანშიც შეიძლება მოხვდე !)

17:36 | 03.04.2014
dato.nanava (2529)

;დ

22:09 | 02.04.2014
vasilich (1440)

D

21:47 | 02.04.2014
რაჭა (10043)

გვჭირდება რო??? DDDD

20:39 | 02.04.2014
Babajuju (2597)

გადადექი ადმინ, დააბრუნეთ მ უ!!!

20:29 | 02.04.2014
ogafa (10220)

რენე ფერეირა კარგი მცველი ყავს ზესტას

19:42 | 02.04.2014
vasilich (1440)

რენე ძალიან მაგარი იგროკია, ეგეთი დონის ფეხბურთელი საქართველოს ჩემპიონატში დღეს არავინ არაა

21:22 | 02.04.2014
tornike_qochlaa (5528)

D

19:25 | 02.04.2014
Arsenalsky (97)

კარგი ბიჭია ეს კარგი იქნება თუ კიდე დიდხანს დარჩება ზესთაფონში )))

19:13 | 02.04.2014
Atletico Madrid (281)

აეხსნას ბლოკი ჩვენს მეგობრებს

18:39 | 02.04.2014
Madrileño (26972)

კარგი მოთამაშეა ეს, მომწონს

0.064325
417