ფეხბურთი

20:37 | 6.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

აფრიკის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს თასი გადაეცა, მაგრამ ფინალი თავიდან გაიმართება

აფრიკის ჩემპიონთა ლიგის ფინალი ტუნისურ „ესპერანსსა“ და მაროკოულ „ვიდადს“ შორის თავიდან გაიმართება. ამის შესახებ აფრიკის კონფედერაციის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.

ფინალური დუელი ორმატჩიანი იყო. პირველი შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა მაროკოში, ხოლო საპასუხოს, ტუნისში „ესპერანსი“ 1:0 იგებდა და თამაში 62-ე წუთზე შეწყდა. „ვიდადს“ გოლი უსამართლოდ არ ჩაუთვალეს, ვიდეორეფერი კი, რომელსაც ეპიზოდი უნდა გადაემოწმებინა, გაუმართავად მუშაობდა. შედეგად, VAR-ის გაუმართაობის გამო „ვიდადის“ ფეხბურთელებმა პროტესტი გამოთქვეს და თამაშის გაგრძელებაზე უარი თქვეს.

საბოლოოდ გამარჯვებულად „ესპერანსი“ გამოცხადდა და თასიც საზეიმოდ გადასცეს. თუმცა, როგორც ჩანს, ამაოდ და რამდენიმე დღის შემდეგ გადაწყვეტილება შეიცვალა - ფინალი ნეიტრალური მოედანზე, მაყურებლების გარეშე თავიდან ჩატარდება.

0.121213