ფეხბურთი

18:26 | 6.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ლაციომ" ინძაგის ახალი კონტრაქტი გაუფორმა

რომის „ლაციოს“ ისევ სიმონე ინძაგი გაწვრთნის. როგორც რომაული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, იტალიელ სპეციალისტთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივდა.

შესაბამისად, ინძაგის გუნდის დატოვების შესახებ გავრცელებული ხმები არ გამართლდა. 43 წლის სპეციალისტს აქამდე „იუვენტუსთან“ და „მილანთან“ აკავშირებდნენ, მაგრამ „ლაციომ“ მისი შენარჩუნება შეძლო.

სიმონე ინძაგიმ „არწივები“ 2016 წლის აპრილში ჩაიბარა და ამ პერიოდში ორი ტიტული მოაგებინა - იტალიის თასი და იტალიის სუპერთასი, ერთხელ კი იტალიის თასის ფინალში დამარცხდა.

0.181544