ფეხბურთი

16:20 | 6.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

17-წლამდელებმა ჩეხეთი დაამარცხეს

საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა სტუმრად ამხანაგურ მატჩში ჩეხეთი 3:2 დაამარცხა. ეს გახლდათ ამ გუნდებს შორის გამართული მეორე შეხვედრა (პირველი მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა).

შეხვედრა ჩეხებისთვის სასურველი სცენარით დაიწყო და ორი ბურთის გატანაც მოახერხეს, თუმცა გიორგი ჩიტაურმა გუნდის გადაწყობა შეძლო და უპირატესობაც ჩვენი ნაკრების მხარეს გადმოვიდა. ამგვარად, გიორგი ჩხეტიანის, ლუკა გაგნიძისა და გიორგი გვიშიანის გოლებით საქართველოს ნაკრებმა გამარჯვება მოიპოვა.

ჩვენი გუნდის შემადგენლობა ასეთი იყო: ხარატიშვილი, აბჟანდაძე, ავალიანი, ხვადაგიანი, ჩხეტიანი, ო. მამაგეიშვილი, გაგნიძე, გ. მამაგეიშვილი, გვიშიანი, აბუაშვილი, თუთაშვილი.

შეცვლაზე შევიდნენ: გოგოტიშვილი, მაყიშვილი, იობაშვილი.

www.gff.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11213