თამაშგარე

14:04 | 6.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

რილა ფუკუშიმას არჩევანი

იაპონელი მოდელი რილა ფუკუშიმა ეს ახლაა მთელს აზიაში თითით საჩვენებელი ლამაზმანი, თორემ ამ შვიდიოდე წლის წინ არცთუ ნაკლებად ცნობილი სპორტული ტანმოვარჯიშე გახლდათ და მასზე იაპონიის ტანმოვარჯიშეთა ოჯახი დიდ იმედებსაც ამყარებდა.

რილა ფუკუშიმას ცხოვრება აბსოლუტურად მას შემდეგ შეიცვალა, როდესაც ერთ-ერთმა იაპონურმა ბულვარულმა ჟურნალმა გარეკანზე გამოჭიმა და “ყველაზე მიმზიდველი სპორტსმენის“ ტიტულიც არგუნა. აი იმის შემდეგ დაიწყო გაუთავებელი შეხვედრები, გადაღებები, ბანკეტები და ნიფხვის შემოძარცვები.

მიუხედავად იმისა, რომ სპორტულმა საზოგადოებამ ნიჭიერი ასული დაკარგა, რილა ფუკუშიმა თავის გადაწყვეტილებას არ ნანობს და ამბობს, რომ განსაკუთრებულ პოპულარობაზე ყოველთვის ოცნებობდა და წარმატებისკენ სავალ ’’ეკლიან გზაზე“ ყველანაირი მიხვევ-მოხვევა დასაშვებია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102229