„ლივერპულის“ ნახევარმცველი, ადამ ლალანა, იმედოვნებს, რომ მომავალ სეზონს ისევ მერსისაიდულ კლუბში გაატარებს.
„წინ კიდევ ბევრი მატჩი მელის. „ლივერპულთან“ კონტრაქტი კიდევ ერთ წელიწადს მაკავშირებს. მალე მწყობრში ჩავდგები და მომავალი სეზონისთვის დავიწყებ მზადებას. კიდევ ბევრი შემიძლია გუნდს მივცე.
ამაზე ბედნიერი არასოდეს ვყოფილვარ. ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ. მწვრთნელმა მაგრძნობინა, რომ მენდობა და ვეიმედები. ამიტომ, მოუთმენლად ველი ახალ სეზონს. ჩემი მომავალი ამ კლუბს ეკუთვნის.“ - უთხრა ლალანამ Mirror-ს.
ლალანა „ლივერპულში“ 2014 წლიდან თამაშობს.