„პორტუსა“ და პორტუგალიის ნაკრების მცველი, პეპე, ტრავმის გამო ერთა ლიგის ფინალში მონაწილეობას ვერ შეძლებს - წერს A Bola. 36 წლის ფეხბურთელი შვეიცარიასთან ნახევარფინალურ მატჩში (3:1) დაშვდა და კვირამდე გამოკეთებას ვერ შეძლებს. პეპემ მხარი დაიზიანა.
შეგახსენებთ, რომ წუხანდელ ნახევარფინალში პორტუგალიელთაგან ჰეთ თრიქით კრიშტიანუ რონალდუ გამოირჩა.
პორტუგალიელები ფინალის მეტოქის ვინაობას დღეს საღამოს შეიტყობენ, ჰოლანდია - ინგლისის მატჩის დამთავრების შემდეგ.