ერთა ლიგის ნახევარფინალში შვეიცარიის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ (3:1), პორტუგალიის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ფერნანდუ სანტუშმა, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.
„შვეიცარიელები ძალიან ძლიერები არიან. განსაკუთრებით ჯაკას და შაჩირის გამოვყოფდი. დიდი პრობლემები შეგვიქმნეს. ზოგჯერ ნერვიულად ვკითხულობდით თამაშს. ხოლო რონალდუ, ფელიში და ბერნარდუ სილვა ზედმეტად ახლო თამაშობდნენ ერთმანეთთან.
შეხვედრის ბოლოს მოვუმატეთ და მიზანსაც მივაღწიეთ. კარგი ფეხბურთელები გვყავს, ისინი ბურთს უნდა ფლობდნენ ხშირად, მაშინ ჩინებულად უჩვენებენ რა შუძლიათ.
მატჩამდე მხოლოდ ორი ვარჯიშის ჩატარება მოვასწარით, თუმცა მოთამაშეებმა კარგად გაიგეს ჩვენი დავალებები. ფაქტობრივად, ნებისმიერი ტაქტიკური სქემით შეგვიძლია ვითამაშოთ, რაც ფეხბურთელების გონიერებისა და ტექნიკის გათვალისწინებით, ნორმალურია.“ - უთხრა სანტუშმა უეფას პრესსამსახურს.