ფეხბურთი

2:33 | 6.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

რობერტო ბაჯო: "იმ პენალტის გამო მშვიდად დღესაც არ მძინავს, განსხვავებულ ფინალზე ვოცნებობდი"

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი რობერტო ბაჯო თავმდაბალი ადამიანია და მედიის ყურადღების ცენტრში იშვიათად ხვდება. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აქტიური კარიერა დაასრულა, იშვიათად რობერტომ მედიასთან კომენტარი გააკეთოს.

თუმცა, ANSA-სთან იტალიელს მაინც მოუწია წარსულის გახსენება. რა თქმა უნდა, ბაჯომ 1994 წლის მუნდიალის ფინალის შესახებ ისაუბრა.

„მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გაცუდებული პენალტის გამო კარგად დღესაც არ მძინავს. სამწუხაროდ, ეს მოხდა. არსებობს უსიამოვნო სიტუაციები, რომლებიც შესაძლოა გაკვეთილად გამოიყენო. ბავშვობიდან ყოველთვის ვოცნებობდი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ბრაზილიის წინააღმდეგ თამაშზე, რადგან 1970 წლის ფინალისთვის რევანში მსურდა. თუმცა, ოცნება ერთია და რეალობა მეორე. მე ყოველთვის განსხვავებულ ფინალზე ვოცნებობდი“, - თქვა ბაჯომ.

შეგახსენებთ, მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალში ბრაზილიამ იტალია პენალტების სერიაში 3:2 დაამარცხა, ხოლო ბაჯომ პენალტის გატანა ვერ მოახერხა და „სელესაო“ იმ დროისთვის მეოთხედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

0.118856