ფეხბურთი

0:06 | 6.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონის აგენტი: "მას შემდეგ, რაც პსჟ დატოვა, ჩემი ტელეფონი ზარებისგან აფეთქდა"
ჯანლუიჯი ბუფონი შესაძლოა "ლაციოში" გადავიდეს

ჯანლუიჯი ბუფონმა „პარი სენ ჟერმენი“ დატოვა, მაგრამ ფეხბურთში რჩება და თამაშს ისევ აპირებს. ეს ინფორმაცია 41 წლის ლეგენდის აგენტმა სილვანო მარტინამ დაადასტურა.

აღსანიშნავია, ბუფონის გამოსამშვიდობებელი წერილი, რომელშიც წერს, რომ პსჟ მის კარიერაში ბოლო უცხოური თავგადავასალი იყო. შესაბამისად, თუ კარიერას არ ასრულებს, გამოდის, რომ იტალიურ გუნდში გადავა.

ჯიჯის აგენტი კი ამბობს, რომ „იუვენტუსის“ გარდა, ბუფონს „ჯენოა“ და რომის „ლაციო“ უყვარს.

„ჯიჯი საფეხბურთო კარიერას არ ასრულებს. დღეს ის პსჟ-ს ხელმძღვანელობას შეხვდა და განშორება სწორი გადაწყვეტილება იყო. ჩემმა კლიენტმა მითხრა, რომ ორი დღე სჭირდება სიმშვიდე, რომ თავის ოჯახთან ერთად მიიღოს გადაწყვეტილება მომავალთან დაკავშირებით.

მას შემდეგ, რაც პსჟ-დან წასვლა გამოცხადდა, ჩემი ტელეფონი ზარებით აფეთქდა, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია. ჯიჯი კარარადანაა წარმოშობით და „იუვეს“ გარდა მის გულში „ჯენოა“ და „ლაციო“ არიან. რომაული გუნდის მისამართით მისი მადლიერების შესახებ ცნობილია, მაგრამ „ბიანკოჩელესტეს“ უკვე ჰყავს კარგი მეკარე სტრაკოშას სახით“, - თქვა მარტინამ.

აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში „ლაციოს“ ტიფოზები აქტიურობენ და ბუფონს რომაულ გუნდში გადასვლას ურჩევენ. საერთოდ, „ლაციოს“ ქომაგებსა და ბუფონს შორის ყოველთვის თბილი დამოკიდებულება იყო და ეს არაერთხელ დადასტურებულა „ლაციოსა“ და „იუვენტუსის“ დაპირისპირებების დროს.

0.119312