ფეხბურთი

20:05 | 5.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ბუფონმა პსჟ დატოვა, მაგრამ კარიერას არ ასრულებს

ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა „პარი სენ ჟერმენი“ დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია პარიზული გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

ბუფონი კი პსჟ-ს სპეციალური წერილით დაემშვიდობა:

„12 თვის წინ ენთუზიაზმით სავსე მოვედი, გულშემატკივრებისგან წარმოუდგენელი სითბო ვიგრძენი. მადლობა მთელი გულით. დღეს ჩემი უცხოური კარიერა დასრულდა. პსჟ-მ ახალი კონტრაქტი შემომთავაზა, მაგრამ ვფიქრობ, ახალი გამოწვევების დროა. მადლობა პრეზიდენ ნასერს, ხელმძღვანელობას, თანაგუნდელებს. გისურვებთ მომავალში დიდ წარმატებებს“, - დაწერა ბუფონმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი ბუფონი პსჟ-ს ერთი წლის წინ „იუვენტუსში“ გატარებული 17 სეზონის შემდეგ შეუერთდა. ამ ხნის განმავლობაში 41 წლის მეკარემ 25 თამაშში მიიღო მონაწილეობა.

ჯერჯერობით უცნობია სად გააგრძელებს ჯიჯი კარიერას, მაგრამ ცნობილია ისიც, რომ ხელთათმანების ლურსმაზე ჩამოკიდებას არ გეგმავს.

0.112937