ინგლისური „ლივერპულის“ ლეგენდა გრემ სუნესი ფიქრობს, რომ მიმდინარე ზაფხულს მერსისაიდელები სადიო მანეს ან მოჰამედ სალაჰს შეელევიან. როგორც შოტლანდიელმა თქვა, სენეგალელსა და ეგვიპტელს ესპანური გრანდები მიიწვევენ.
„მიმდინარე ზაფხულს „რეალი“ და „ბარსელონა“ მანესა და სალაჰის შეძენას ეცდებიან. ვფიქრობ, რომ ორიდან ერთ-ერთს „ლივერპული“ გაყიდის. ჩვენ უკვე ვნახეთ ეს წარსულში, წინადადებები „რეალიდან“ და „ბარსელონადან“. ჯერ ვნახეთ სუარესის, ბოლოს კი კოუტინიოს ტრანსფერი“, - თქვა სუნესმა.