ფეხბურთი

17:49 | 5.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

რუმენიგე: "სანემ ჩვენთან თამაშის სურვილი გამოთქვას და "სიტისთან" მოლაპარაკებებს შემდეგ დავიწყებთ"

მიუნხენის „ბაიერნის“ ლეროი სანე ძალიან მოსწონს, მაგრამ „მანჩესტერ სიტისთან“ ტრანსფერის შესახებ მოლაპარაკებები არ დაუწყია. როგორც „რეკორდმაისტერის“ აღმასრულებელმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ თქვა, თავდაპირველად სანემ უნდა გამოთქვას „ბაიერნში“ თამაშის სურვილი და შემდეგ გაუკეთებენ ინგლისურ გუნდს შეთავაზებას.

„ჩვენ ლეროი სანეს გამო წინადადებით არავისთვის მიგვიმართავს. ამ ეტაპიდან ძალიან შორს ვართ. პირველ რიგში ფეხბურთელმა უნდა გადაწყვიტოს უნდა თუ არა, „ბაიერნში“ თამაში. თუ მას სურვილი ექნება, მაშინ „მანჩესტერ სიტისთან“ მოლაპარაკებებს დავიწყებთ.

ფეხბურთელის ნება-სურვილი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, ლეროის კი ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია. თუმცა, ვადასტურებ, ის ჩვენთვის საინტერესო ფეხბურთელია, შესანიშნავი თვისებები გააჩნია“, - თქვა რუმენიგემ.

შეგახსენებთ, რომ ლეროი სანე „სიტის“ ძირითად შემადგენლობაში 2018-2019 წლების სეზონის მეორე ნახევარში არცთუ ხშირად ხვდებოდა. ამიტომაც, არსებობს ვარაუდი, რომ მიმდინარე ზაფხულს გერმანელი ინგლისურ გუნდს დატოვებს.

0.11492