ფეხბურთი

18:18 | 5.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ერიკსენის "ტოტენჰემში" თამაში აღარ უნდა

ლონდონის „ტოტენჰემის“ დანიელი ფეხბურთელი კრისტიან ერიკსენი გუნდის დატოვებაზე საჯაროდ ალაპარაკდა. სკანდინავიელი ნახევარმცველის თქმით, „ტოტენჰემში“ ბედნიერი წლები გაატარა, მაგრამ ახლი გამოწვევის დრო დადგა.

„მე „ტოტენჰემისადმი“ დიდი პატივისცემა მაქვს, მაგრამ მინდა ახალი გამოწვევა მივიღო. ყველაფერი დანიელ ლევიზეა დამოკიდებული. წასვლის შემთხვევაში ვიმედოვნებ, რომ ნაბიჯს წინ გადავდგამ. „რეალის“ ინტერესისშესახებ ჩემთვსი ცნობილი არაა“, - თქვა ერიკსენმა.

კრისტიან ერიკსენს აქამდე მხოლოდ ამსტერდამის „აიაქსსა“ და „ტოტენჰემში“ უთამაშია. ჰოლანდიიდან ინგლისში დანიელი 2013 წელს გადაბარგდა და მას შემდეგ „მამლების“ რიგებში ჩატარებულ 276 თამაშში 66 გოლი გაიტანა.

27 წლის ერიკსენს ყველაზე აქტიურად მადრიდის „რეალს“ უკავშირებენ. აღსანიშნავია, რომ კრისტიანსა და „ტოტენჰემს“ შორის მოქმედი კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე გათვლილი.

სტატისტიკა
0.23428